ფეხბურთი

19:41 | 19.10.2013 | ნანახია 6205 - ჯერ

გიორგი დევდარიანმა სიჩუმე დაარღვია: “ჩემი ნებით არ წავსულვარ”

გიორგი დევდარიანი ერთი-ორი დღის წინ არ წამოსულა გორის “დილადან”. მასთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა და მიზეზიც გასაგები იყო, თუმცა როდესაც “მსოფლიო სპორტი” კიდევ ერთხელ დაუკავშირდა, გულახდილად გვითხრა:

“რამდენიმე დღე ისე ვიყავი, ოჯახის წევრებსაც კი ვერ ველაპარაკებოდი. უნდა დავმშვიდებულიყავი, ყველაფერი გამეაზრებინა”.

ზაფხულში, როდესაც დევდარიანი “დილას” თავკაცი გახდა, ბევრი სკეპტიკურად უყურებდა გუნდის საევროპო მომავალს, თუმცა გუნდმა დანიური “ოლბორგისა” და ხორვატული “ჰაიდუკის” ბარიერი ისე გადალახა, გოლი არ გაუშვია. დევდარიანის “დილა” სიმპათიურ ფეხბურთს თამაშობდა: მეორე ნომრად კი მოქმედებდა, მაგრამ აბა გავიხსენოთ, შეტევაში რამდენი კაცით გადადიოდა და როგორ რიცხობრივ უპირატესობას ქმნიდა. ეს არ იყო ბურთის მოშორებაზე მოთამაშე გუნდი, გამართულობა ეტყობოდა და იცოდა, რას აკეთებდა.

“დილამ” ჩემპიონატში საწყისი რამდენიმე ტურიც კარგად ჩაატარა, თუმცა შემდეგ შედეგი ძალიან გაუცუდდა და დევდარიანიც უმუშევარი დარჩა.

- პირდაპირ გეტყვით, რომ “დილადან” ჩემი ნებით არ წამოვსულვარ. ჩემი მუშაობით ყველა უკმაყოფილო იყო და ამას პირდაპირ მეუბნებოდნენ. ერთადერთი, ლევან სილაგაძეს არ გამოუხატავს უკმაყოფილება. რა თქმა უნდა, შედეგი არც სილაგაძეს მოსწონდა, მაგრამ ის, რომ მე თითქოს ცუდად ვმუშაობდი, მას არ უთქვამს. დანარჩენებისგან კი მესმოდა, - უთხრა გიორგი დევდარიანმა “მსოფლიო სპორტს”.

- ხმები გამოვიდა, დევდარიანმა თავად მოინდომა წასვლა და ერთი პირობა, დაბრუნებაზე დაითანხმესო.

- არასწორია. წაგებული თამაშის შემდეგ მითხრეს, რომ იქნებოდა თათბირი, მაგრამ ეს თათბირი არ ჩატარებულა. არ ვიცი, ვინ იღებს იქ გადაწყვეტილებას, ბევრი ხელმძღვანელია და სილაგაძის გარდა, ყველასგან მესმოდა, რომ ჩემით უკმაყოფილონი იყვნენ. ჩემი ნებით რატომ უნდა წავსულიყავი? დეკემბრის ბოლომდე აზრადაც არ მქონია წამოსვლა. კალენდარი ხელსაყრელი გვქონდა, ძლიერი მეტოქეები მოტოვებული გვყავდა და თანაც, 12-დღიანი სანაკრებო პაუზის გამოყენება ნაყოფიერად შეიძლებოდა. გარკვეულ სამუშაოებს ჩავატარებდი, თამაშის დასახვეწად დროს გამოვიყენებდი. “დილას” გულშემატკივრებისგანაც მხოლოდ სითბოს ვგრძნობდი, ასე რომ, ტყუილად ნუ იტყვიან, რომ ჩემით წავედი.

- ეს ცუდი შედეგი რამ მოიტანა? მიზეზი მხოლოდ გიორგი ილურიძისა და ლაშა გვალიას წასვლაა?

- არა მხოლოდ, თუმცა ერთ-ერთი მიზეზი, რა თქმა უნდა, ილურიძისა და გვალიას წასვლაცაა. ისინი გუნდისთვის დიდ ძალას წარმოადგენდნენ. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ისინი გუნდში იყვნენ, თავდამსხმელის მოყვანას ვითხოვდი, რადგან ამ ხაზში საკადრო პრობლემები გვქონდა და ეს ყველამ იცის. ამას დაემატა დოლიძის ტრავმაც. ილურიძისა და გვალიას ნაცვლად კი მოიყვანეს ორი ფეხბურთელი, რომლებიც პერსპექტიულები არიან, მაგრამ 4-5 თვის უვარჯიშებლები იყვნენ და მე ფოკუსებს ნამდვილად ვერ ჩავატარებდი. საუბარია, გიორგი ქვილითაიაზე და ნიკა ფილიევზე. მოკლედ, შევსება ვერ მოხერხდა ბიუჯეტის სიმწირის გამო და ისედაც მოკლე სკამი კიდევ უფრო მოკლე გახდა. 

...…მეორე მიზეზი: ძალიან რთულია ევროთასებიდან ჩემპიონატზე გადმორთვა. მითუმეტეს, როცა ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე ერთი ნაბიჯი გაკლდება.

... მესამე მიზეზი: ტაქტიკა შევცვალეთ და სამი ცენტრალური მცველით აღარ ვთამაშობდით. ევროთასებზე სწორედ ამ სამმცველიანობის სისტემამ გაამართლა, მეორე ნომრად ვთამაშობდით და “ოლბორგთან” და “ჰაიდუკთან” მატჩებში გამოჩნდა, რომ სწორად ვმოქმედებდით. საქართველოს ჩემპიონატში “მეორე ნომრად” თამაში აღარ გამოდგებოდა, რადგან აქ ჩვენ ვიყავით ფავორიტები. ამ ცვლილებებს დრო სჭირდებოდა და ამ 12-დღიან პაუზას სწორედ ამისთვის გამოვიყენებდი.

- რეალურად, ვინ მიიღო გადაწყვეტილება თქვენს დათხოვნაზე?

- კიდევ ვამბობ, სილაგაძის გარდა, ყველამ. უკვე ვეღარ გავიგე, რამდენი ხელმძღვანელი იყო. იმ ადამიანებს, რომლებიც დითირამბებს მიძღვნიდნენ ზაფხულში, უკვე აღარ ვჭირდებოდი. ევროპის ლიგაზე და თბილისის ‘დინამოსთან” მატჩში თუ კარგად ვწვრთნიდი გუნდს, მერე უცებ გავხდი ცუდი? ერთს ვიტყვი: ძალიან ცუდი სიტუაციაა სხვა ქართულ კლუბებში. ფაქტობრივად, არ ჩანს სამუშაო გეგმა.

- ახლა რა გეგმები გაქვთ?

- ჯერ დავისვენებ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან წლის ბოლომდე კონტრაქტით კვლავაც ვითვლები ასაკობრივი გუნდის მწვრთნელად (შეხსენებისთვის, დევდარიანი 17-წლამდელებს თავკაცობდა, რომლებსაც მაისში ერთი გოლი დააკლდათ ფინალურ ეტაპზე გასვლამდე - ი.ნ), ასე რომ, არაა გამორიცხული, ერთ-ერთი ასაკობრივი ნაკრები გავწვრთნა.

 

 P.S. დევდარიანი პირდაპირი ადამიანია და მოგებული თამაშის მერეც არაერთხელ უთქვამს, რომ გუნდში (თუ კლუბში) საქმე რიგზე ვერაა. ვერავინ დააბრალებს, რომ მხოლოდ ურმის გადაბრუნების შემდეგ საუბრობს. აი, მაგალითიც: ეს სიტყვები დევდარიანის პრესკონფერენციიდანაა, რომელიც “დილას” მიერ “ოლბორგის” 3:0 დამარცხების შემდეგ თქვა: 

“"ოლბორგის" ეს შემადგენლობა, ორი-სამი კაცის გამოკლებით, 5 წელია ერთადაა. საერთოდ, ევროპის ნებისმიერ ასე თუ ისე ნორმალურ კლუბში ბირთვს ინარჩუნებენ, სეზონის შემდეგ ერთ, ან ორ ფეხბურთელს უშვებენ და არანაკლები მოჰყავთ. ჩვენთან კი არ იცი, 6 თვის მერე რა მოხდება. გადავხედოთ ქართულ კლუბებს: თბილისის 'დინამოს" გარდა, არავინ იცის, 6 თვის თუ ერთი წლის შემდეგ როგორ იქნებიან. კიდევ, ქუთაისის "ტორპედომ" იცის, რასაც აკეთებს. სხვა? და როცა შემადგენლობა წამდაუწუმ იცვლება, როცა სეზონში სამი მწვრთნელი იცვლება და ფეხბურთელს ყველა სხვადასხვა დავალებებს აძლევს, ეს თავისთავად მოქმედებს ფიზიკურ მომზადებაზე. დღევანდელი 3:0 თავისთავად მოულოდნელობაა. ჩვენ ძალიან მცირე დრო გვქონდა მოსამზადებლად, "ოლბორგს" კი შეთამაშების პრობლემა არ აქვს”. 




კომენტარები (24)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:38 | 24.11.2013
tato ggg (1)

ცქიფო შე ბებერო

01:18 | 21.10.2013
kakokakiakaki (2)

Devdariani martla dzalian magari treneria,saqartveloshi geguchadze da devdariani sauketesoebi arian da es male gamochndeba,metic me vtvli rom gia geguchadze ukve absoliturad momcifebulia naktebi chaibaros da grmad var darcmunebuli gvagursebs imas rasac amdeni xania velodbit qecbaiasgan gansxvavebit..rac sheexeba devdarians nu ashkarad araa mzad nakrebis doneze da albat dachirdeba dro rom nakrebi chaibaros tumca asakobrivshi da tundac chempionatshi ashkarad mocinavea mara rat ginda ase ufaseben saqartveloshi profesionalizms xalxs.qecbaias rac sheexeba dzalian dzlieria magram araa es kaci nakrebis mcvrtneli da rit ver gaigo an magan an federaciam am kacs unda fizikurad magrad momzadebuli evropuli gundi da dedas utirebs rac ukve naxa myelma msopliom anoryosisis magalitze magram ara saqartvelos nakrebshi verafers ver izavs miushvit geguchadze es kaci tavisi safexburto xedvit zedgamochrilia nakrebistvis da miecit sashualeba ro chvenc gagvaxaros da tqvenc daisvenot amdeni kritikisgan

17:58 | 20.10.2013
sport_tot (597)

გილოცავთ, ანა ფინალშია !!! ვუგულშემატკივროთ საქართველოს პირველ ჩოგანს -- LIKE!!!


www.facebook.com/AnnaTatishvili

www.facebook.com/AnnaTatishvili


უფრო ვრცლად გვერდზე ნახავთ, ასვე არის გუშინდელი თამაშის სტატისტიკა !!!

17:58 | 20.10.2013
sport_tot (597)

გილოცავთ, ანა ფინალშია !!! ვუგულშემატკივროთ საქართველოს პირველ ჩოგანს -- LIKE!!!


www.facebook.com/AnnaTatishvili

www.facebook.com/AnnaTatishvili


უფრო ვრცლად გვერდზე ნახავთ, ასვე არის გუშინდელი თამაშის სტატისტიკა !!!

15:53 | 20.10.2013
sabonis (9584)

ეროვნული ჩემპიონატი რომელზე იწყება.

05:10 | 20.10.2013
mushni (93569)

დევდა კაი მწვრთნელიაააააააა

03:14 | 20.10.2013
maradonna (4306)

გამიტყდა რო გააგდეს. ამას ისე ტორპედო რო ჩააბარო კაი გუნდს დააყენებს. მარა სარაგოსა კარგად ათამაშებს გუნდს

03:01 | 20.10.2013
temotem (588)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

05:10 | 20.10.2013
mushni (93569)

ეგრეა ძმაა

01:28 | 20.10.2013
დროგბა (16450)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

01:25 | 20.10.2013
დროგბა (16450)

tbiliskii შენ რო გკითხოს ალბად კაცმა საქართველოში თბილისია მარტო ქალაქი და სხვაგან პირველყოფილები ცხოვრობენ

01:17 | 20.10.2013
sabonis (9584)

რას ერჩოდნენ არ მესმის.

01:01 | 20.10.2013
tbiliskii (160)

ცქიფ არ იციან შენი ფასი და შეეშვი რა მაგ სოფლის გუნდებს დაGექი და დაელოდე შენი დროც მოვა

14:14 | 20.10.2013
amigo23 (14112)

შენ ხოხობი იქნები უეჭველი ხო?!

01:24 | 20.10.2013
დროგბა (16450)

ვინარის სოფლის გუნდი?

05:09 | 20.10.2013
mushni (93569)

დილაა თუ არა

00:31 | 20.10.2013
MAXSIMUS-Z1 (7221)

...

23:14 | 19.10.2013
galatasaray (217)

აქ მაინც არ აფასებენ კაცს და წავიდეს სადმე.სწორს ამბობ ბაბუ.დევდარიანი გაუშვეს და სოლოღაშვილი მიიყვანეს ამაზე მეტი სირცხვილი რაღA გინდა((

01:21 | 20.10.2013
დროგბა (16450)

დოებითია

23:12 | 19.10.2013
levani82 (41682)

burtisbabu

ასაკობრივ ნაკრებში ჯობია

05:09 | 20.10.2013
mushni (93569)

კი ლეო ალბათ

22:47 | 19.10.2013
burtisbabu (195)

საქართველოში მწვრთნელების დიდი დეფიციტია, ესეც ამ დეფიციტის ნაწილია, ასე რომ ცოტა გაუგებარია გულშემატკივართა პოზიცია,ვინც დევდარიანს კარგ მწვრთნელად თვლის. სტაბილური შედეგისათვის ამ კაცს არ მიუღწევია და როგორც ეტყობა კოლექტივთან კომუნიკაციის პრობლემაც აქვს, ეს ყოველთვის შეუშლის ხელს (იმედია ვცდები და ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებებს ვუსურვებ).


სტატიის "პს"–ს რაც შეეხება, გულახდილი და პირდაპირი კი არა,მექმნება შთაბეჭდილება, რომ ყოველთვის ამბობს ისე, რომ უკანდასახევი გზა ჰქონდეს, მერე სათქმელი ჰქონდეს მე ამას ხომ ჯერ კიდევ როდის ვამბობდიო (3:0 რომ მოვიგეთ მაშინაც კიო)...

21:03 | 19.10.2013
ბაბუ (11760)

დევდაერიანს თუ ექნა შემოთავაზება უნდა წავიდეს სხვა ქვეყნის ლიგაში სამუშაოდ.დანია ხორვატიამ ნახა უკვე ამის ნამუშევარი.საქართველოში რეფორმა არ უშველის საქმეს, რევოლუციაა საჭირო ქართულ ფეხბურთში.

05:09 | 20.10.2013
mushni (93569)

მასეა უნდა წავიდეს DDD

20:57 | 19.10.2013
gadishi (453)

ეს კაცი ჩამოყალიბდება ნელა ნელა ძაან სერიოზულ ტრენერად,იწვრთნება ამდენი სირთულეებიდან,მერე ბევრი იქეთ დაიწყებს ხვეწნას დარწმუნებული ვარ,მაგარი ფასი დაედება მალე დევდარიანს,დრო ამას უჩვენებს

20:46 | 19.10.2013
njanka (92)

Martlac es ra ubedureba gvwirs? Vinc saqme icis imas ar aclian, tviton ar ician... Martlac fexburtis xorcmetebi arian. Mimachnia, rom saqartvelow donistvis 2 magali klasis mwvrtnelia. Gia geguchadze da giorgi devdadiani. Warmatebebi orives da madloba im sixarulistvis fa imedistvis rac gangvacdevinet.

20:45 | 19.10.2013
ALONE_chelsea (268)

წარმატებები გიო

20:17 | 19.10.2013
ჩიჩარიტო (18039)

დევდარიანს წარმატებებს ვუსურვებ მაგარი ტრენერია და მაინტერესებს უკეთესს ვის მოიყვანენ
პ.ს. ჯერ რომელს ვაგინო გმგ-ს თუ მოიესს რამე კაი ლინკი მინდა კობის თამაშს რო ვუყურო და იქნებ გამიჩითოთ

20:16 | 19.10.2013
Kala94 (6114)

17 ან 19 წლამდე ნაკრების მწვრთნელად დევდარიანის ვარიანტი მშვენიერია.. ან კლუბში, რომელსაც მომავალ თაობაზე აქვს აქცენტი გაკეთებული.. მე მაგრად მომწონს ეს კაცი როგორც პიროვნება და როგორც პროფესიონალი და ასე მგონია, რომ არ უნდა დარჩეს დიდხანს უმუშევარი...

05:07 | 20.10.2013
mushni (93569)

კი ნამდვილად

20:13 | 19.10.2013
matri (2779)

ფედერაციის ნახევარი გასაყრელია, ქართულ ფეხბურთსაც წურბელები ყავს შეჩენილი და წესიერ ადამიანს არ ახარებენ, მასობრივი ცვლილებებია საჭირო და ამასთანავე სახელმწიფოსგან ნორმალური დაფინანსება (თავისი პრემიებით 1,2,3 ადგილებისთვის).

05:07 | 20.10.2013
mushni (93569)

მაგას არ ვიძახი მეც ძმაა

20:03 | 19.10.2013
მტკიცე მუხლით გვიეწევს ბრძოლა დღეს ვინ იგებს? ბარსელ........:D (1902)

100kacshi 90 nagavia rodis gveshveleba da dges vinc aris 20 dan 25wlamde ai isini ro dagvindebian da saqmis profesionalni gaxdebian da ar iqnebian nagvebi mashin tore nagavi nagvad mokvdeba mas ver gamoasworeb

0.065324