ფეხბურთი

22:46 | 18.07.2013 | ნანახია 9162 - ჯერ

გიორგი დევდარიანი: "რომ ვთქვა, ვიცოდი, გორელიშვილი ორ გოლს გაიტანდა-მეთქი, აქ ნამდვილად არ ვიქნებოდი"

 

"დილა"_"ოლბორგი" 3:0. გიორგი დევდარიანის გუნდმა პირწმინდად დაჩაგრა დანიური კლუბი. თამაშის შემდეგ, პრესკონფერენციაზე დევდარიანს ტაშით შეეგებნენ, რასაც ალალად იმსახურებს ეს ახალგაზრდა მწვრთნელი.  დევდარიანმა მატჩი შეაფასა და მხოლოდ ამ შეხვედრას არ შეხებია - ზოგად პრობლემებზეც ისაუბრა, რაც საერთოდ ქართულ კლუბებს ხელს უშლის:

დევდარიანი: - რომ გითხრათ, ასეთი ანგარიშით მოგებას ველოდი-მეთქი, მართალი არ ვიქნები. ყველა ფეხბურთელს დიდ მადლობას ვუხდი. მატჩამდე ინტერვიუში ვთქვი, რომ ჩვენს შანსს ბოლომდე უნდა დავლოდებოდით და მოთმინება გამოგვეჩინა. შეამჩნევდით, მეტოქეს მათ მესამედზე არ ვხვდებოდით, რადგან კონტრშეტევებზე ძლიერია "ოლბორგი".

- გორელიშვილის შესვლამ "დილას" თამაში გააძლიერა. რა დავალება მიეცით მას?

- ჩვენ ველოდით, რომ დოლიძე დაიღლებოდა და მის ნაცვლად გორელიშვილი უნდა შეგვეყვანა. ახლა რომ ვთქვა, ვიცოდი, გორელიშვილი ორ გოლს გაიტანდა-მეთქი, აქ ნამდვილად არ ვიქნებოდი.  

- სხვათა შორის, კარგად შემოვიდა შეცვლაზე აბურჯანიაც.

- რატომ სხვათა შორის? აბურჯანია მართლაც კარგი ბიჭია და მისი იმედი მაქვს.

- რატი ალექსიძეს ერთი ტაიმის სათამაშოდ მზად არის?

- რომ შეეძლოს, ერთ ტაიმს ვათამაშებდი. რატიმაც სული და გული ჩადო იმ წუთებში, რაც მოედანზე გაატარა.

- ყველაზე მეტად რამ განაპირობა "დილას" ასეთი გამარჯვება?

- დიდწილად განაპირობა დანიელთა მგზავრობამ და მათთვის არასასურველმა ამინდმა. დაიღალნენ. ასე რომ, ახლავე ვამბობ, "ოლბორგი" დანიაში სხვაგვარად ითამაშებს და არ უნდა მოვდუნდეთ. 3:0 მოვიგეთ, მაგრამ შემდეგ ეტაპზე ჯერ არ გავსულვართ.

- კვახაძე რატომ არ იყო განაცხადში?

- ტრავმა აქვს. დანიაში ითამაშებს თუ არა? წესით, უნდა გამოჯანმრთელდეს. დღეს "დილამ" ისე ითამაშა, რომ დავინახე, გუნდში საკმაო კონკურენციაა. კვახაძე კაპიტანია და მასაც კონკურენცია უწევს.

- გამოჩნდა, რომ ფიზიკურად "ოლბორგი" უკეთაა მომზადებული. საერთოდ, ეს ქართული გუნდების აქილევსის ქუსლია. რატომ?

- მარტივი ასახსნელია. "ოლბორგის" ეს შემადგენლობა, ორი-სამი კაცის გამოკლებით, 5 წელია ერთადაა. საერთოდ, ევროპის ნებისმიერ ასე თუ ისე ნორმალურ კლუბში ბირთვს ინარჩუნებენ, სეზონის შემდეგ ერთ, ან ორ ფეხბურთელს უშვებენ და არანაკლები მოჰყავთ. ჩვენთან კი არ იცი, 6 თვის მერე რა მოხდება. გადავხედოთ ქართულ კლუბებს: თბილისის 'დინამოს" გარდა, არავინ იცის, 6 თვის თუ ერთი წლის შემდეგ როგორ იქნებიან. კიდევ, ქუთაისის "ტორპედომ" იცის, რასაც აკეთებს. სხვა? და როცა შემადგენლობა წამდაუწუმ იცვლება, როცა სეზონში სამი მწვრთნელი იცვლება და ფეხბურთელს ყველა სხვადასხვა დავალებებს აძლევს, ეს თავისთავად მოქმედებს ფიზიკურ მომზადებაზე. დღევანდელი 3:0 თავისთავად მოულოდნელობაა. ჩვენ ძალიან მცირე დრო გვქონდა მოსამზადებლად, "ოლბორგს" კი შეთამაშების პრობლემა არ აქვს.

კენტ ნილსენი ("ოლბორგის" მწვრთნელი): - ძალიან იმედგაცრუებული ვარ. "დილამ" კარგად ითამაშა, ჩვენ კი ბევრი შეცდომა დავუშვით. ჩემი აზრით, გოლებიც სწორედ ჩვენი შეცდომების შედეგად გავიდა. ვეცდებით, შინ ბოლომდე ვიბრძოლოთ. "ოლბორგი" დიდი ისტორიის მქონე კლუბია, მაგრამ დღესდღეობით ეს გუნდი მაინც ახალგაზრდულია და თამაში დასახვეწი აქვს.  



კომენტარები (55)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:03 | 19.07.2013
tomuri (1422)

|ძალიან მაგრად მომეწონა გორელიშვილი, თუ დააკვირდი|თ შეიძლება ამ ბიჭს მაგარი ტექნიკა არა აქვს მაგრამ სულ მოძრაობს და გოლის გატანის ალგ აქვს, გრძნობს ბურთი სად იქნება და საიდან შეიძლება გოლის გატანა

14:24 | 19.07.2013
ქართლელი გლეხი (13)

ისწავლოს ქეცბაიამ დევდარიანისგან რომ 1-0-ზე თავდასმხმელის გამოყვანა და 11 კაცით დაცვაში ჩაჯდომა არ არის მოგების გარანტია

14:10 | 19.07.2013
kencho10 (128)

სტიაუა ეტაკება დინამოს

14:05 | 19.07.2013
mircho (1993)

ბაზელი და სტიაუა აგვარიდა - დანარჩენებთან შეიძლება ყუმარი.

13:20 | 19.07.2013
saqme (2310)

რომელიმე არხი თუ აჩვენებს?

13:19 | 19.07.2013
saqme (2310)

სად შეიძლება კენჭისყრას ვუყუროთ?

12:47 | 19.07.2013
FC.BAYERN+GERMANY (10046)

აუ დინამო თბილის ძალაინ ცუდ კალათაში მოხვდა უეფას დ ე დ ა ც
FC Basel 1893 (SUI), FC Steaua Bucureşti (ROU)/FK Vardar (MKD), APOEL FC (CYP), FC Shirak (ARM)/FK Partizan (SRB), The New Saints FC (WAL)/Legia Warszawa (POL)
................................................................................


Unseeded
Birkirkara FC (MLT)/NK Maribor (SVN), ŠK Slovan Bratislava (SVK)/PFC Ludogorets Razgrad (BUL), Győri ETO FC (HUN)/Maccabi Tel-Aviv FC (ISR), Sligo Rovers FC (IRL)/Molde FK (NOR), FC Dinamo Tbilisi (GEO)/ EB/Streymur (FRO)

12:44 | 19.07.2013
gionat (2245)

#lasha# (557) კი ძმაო მეც ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა გუშინდელი თამაშიდან გამომდინარე, თან არ დაგვავიწყდეს რომ შეუთამაშებელი გუნდია, გორელიშვილის ილურიძის და მოდებაძის გარდა შარშანდელი შემდგენლობიდან მემგონი არც არის არავინ. დევდარიანი რომ ბავშვებთან კარგად მუშაობდა ვიცოდი მაგრამ დიდებთან დინამოს მერე ცოტა ეჭვი მეპარებოდა, მაგრამ დაამტკიცა ამ კაცმა რომ თავის საქმე საკმაოდ კარგად იცის და დილამაც გამართული, თანამედროვე ფეხბურთი ითამაშა, რაც შეეხება თბილისელი გულშემატკივრის ღალატს მე პირადად სამსახურიდან ვერ გამოვედი))

12:40 | 19.07.2013
FC.BAYERN+GERMANY (10046)

დილას სავარაუდოპ მეტოქეები უფრო დაკონკრეტდა აქედან რომელიმე იქნება
Tromsø IL (NOR)/FC İnter Bakı (AZE),;
FK Kukësi (ALB)/FK Sarajevo (BIH),;
HNK Hajduk Split (CRO)/FK Turnovo (MKD),;
Motherwell FC (SCO),;
FC Levadia Tallinn (EST)/CS Pandurii Lignitul Târgu Jiu (ROU),;
FK Mladost Podgorica (MNE)/FK Senica (SVK

11:40 | 19.07.2013
taz55 (1788)

sagol dila, machs veruyure magram shedegi rom gavige dzalian gamixarda.gilocavt am gamarjvebas qartveleboo , did warmatebebs usurveb dinamos da dilas momavalshic , chixuras didi madloba vashkacurad ibrdzoles da maqsimumi chades rom saqartvelo arsheercxvinad

11:29 | 19.07.2013
araza-1918 (6330)

კომპაქტურად ალბათ 3-4 სექტორი გაივსებოდა 4000 კაცი იყო,ძირითადად გორელები ჩამოვიდნენ, თბილისელები გვიღალატეს. დევდარიანმა ქეცბაიასგან დაცვა ისწავლა როცა შენზე ძლიერ მეტოქეს ეთამაშები. 5 მცველით მე არ მახსოვს ჩვენ რომელიმე გუნდს ეთამაშოს. ცენტრში 3 ლომი ხიზანეიშვილი კობახიძე თომაშვილი ბოლო ორი ქეცბაიამ გამოიძახა ბოლო ზბორებზე. ფლანგებზე ალადაშვილი გურული. არ იყვნენ კვახაძე ღონღაძე. გორის 7 მცველი ალბათ ყველაძე ძლიერი რგოლია ჩვენ ჩემპიონატში

11:28 | 19.07.2013
dinamo_tiflis (3394)

გილოცავთ ძმებოო1! საღოლ მაგრად გაასწორა დილაოდელიადილამ!!!

ირტიშისს დედას შე........!!!!!!!!!! იმენა 600 ლარი ჯიბიდან ამომიღო

11:17 | 19.07.2013
belmondo (369)

დილამ გორელები გაგვახარა და მთლიანად საქართველო! ყოჩაღ ბიჭებო გვასახელეთ.
დევდარიანმა დაამტკიცა რომ კარგი მწვრთნელია და წარმატებებს ვუსურვებ!!!

11:16 | 19.07.2013
#lasha# (972)

მართლაც ბრავო გორის დილას, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა რომ კლასით უფრო მაღალი დონის ფეხბურთელები არიან დილაში ვიდრე ოლბორგში
წარმატებები! თვენი წარმატება მთლიანად ქვეყნის წარმატებაცაა!!

11:09 | 19.07.2013
rossonero1 (13120)

dilam gamaoca gushin nagdad ar velodi

11:07 | 19.07.2013
chxlamfurtadze (404)

დინამოში ვერ გაქაჩა კი არა დინამომ შვიდი ფრე ითამაშა, ეს იყო სასწაული ყომარი, საბოტაჟიც მოუწყეს და მაგარი ყომარები იყო.

მართალია ჩვენი სენია პატარა ვიღაცა რაღაცას გაიფართხალებს და იმაზე ამოგვდის მზე და მთვარე მაგრამ საქართველოს ნაკრები ამას უნდა ებაროს და ფედერაცია კი ყაველაშვილს

11:11 | 19.07.2013
#lasha# (972)

მართალი ხარ ძმა

10:40 | 19.07.2013
devid_moiesi (252)

დევდარიანი მაგარი კაცია,დინამოში იმიტომ ვერ გაქაჩა რომ იქ ძველიბიჭები ოდიკაძე და მისნაირებს მიყავდათ პარადი

11:09 | 19.07.2013
rossonero1 (13120)

+1

09:40 | 19.07.2013
shakooo (109)

აბურჯანია მომწონს ყველაზე მეტად 95იანია ტიპი და რა პასებს აკეთებს რა ტექნიკა აქ, გორელიშვილმა დაგლიჯა იმენა, აი ილურიძეც კარგია მარა რამდენჯერ მეტოქემ სულ აუჯობა ფიზიკურად,

09:27 | 19.07.2013
shalva (2637)

პირველად ვნახე რომ ქართველი ფეხბურთელი ერთი ერთზე გავიდა, და მერე გოლი გაიტანა

09:26 | 19.07.2013
merabi_73 (116)

გიორგი გილოცვთ კაგი ტრენერი ხარ რომც წაგეგო მაინც შეგაქებდი ახლა ვალდებული ხარ ჯერ გასცდე ოლბორგს და შემდეგ წამატებებზე ვიფიქროთ გისურვებ წინსვლას ეგებ ჯგუფსაც გამოკრა ხელი

09:21 | 19.07.2013
merabi_73 (116)

ეხლა გინდ დილა დაარქვით გინდ გამანადგურებელი ალბათ ხმარებიდან ამიღებენ დილა მაგარია გამიხარდა ძაან დინამო და დილა გავლენ შემდეგზე ნეტა ერთერთი ჯგუფში შევიდოდეს ერთხე მაინც

09:21 | 19.07.2013
shalva (2637)

ყოველთვის სიმართლეს ამბობს ეს კაცი, და მაგიტომაც აქვს შედეგი სხვა ქართველი ტრენერებისგან განსხვავებით

ყველაზე მეტად რამ განაპირობა "დილას" ასეთი გამარჯვება?

- დიდწილად განაპირობა დანიელთა მგზავრობამ და მათთვის არასასურველმა ამინდმა. დაიღალნენ. ასე რომ, ახლავე ვამბობ, "ოლბორგი" დანიაში სხვაგვარად ითამაშებს და არ უნდა მოვდუნდეთ. 3:0 მოვიგეთ, მაგრამ შემდეგ ეტაპზე ჯერ არ გავსულვართ.



3:0 მოგების შემდეგ სხვა ნებისმიერი მწვრთნელი იტყოდა რომ ჩვენ 2 თვით ვჯობივართ მეტოქეს და ჩვენმა ფიზიკურმა მომზადებამ და ჩვენი გუნდის პრეზიდენტის თავდადებულმა შრომამ შედეგი გამოიღოოო.

09:21 | 19.07.2013
resident (840)

მალადეც ძმაო შენ!! კარგად მოგიმზადებია გუნდი ამ თამაშისთვის მთავარია იქაც ასეთი კონცენტრაციით ითამაშოთ

08:28 | 19.07.2013
james (171)

ბეილი შეიძლება იუნატედში გადავიდესოოოო.. მთელი სიახლე წაიკითხეთ აქ:stripslashes((strlen('http://cup.ge/news/pl/manutd/1535--.html')>0?' http://cup.ge/news/pl/manutd/1535--.html':' http://cup.ge/news/pl/manutd/1535--.html'))

06:57 | 19.07.2013
geogreece (9768)

დილა დანიური სიტყვაა და ქართულად განადგურებას ნიშნავსოDDსააღოოლDD

06:56 | 19.07.2013
geogreece (9768)

"დილა" დანიური სიტყვაა და ქართულად "გამანადგურებელს" ნიშნავს - See more at:stripslashes((strlen('http://sportpost.ge/news/view/753?ref=football#sthash.bbFkOKrr.dpuf')>0?' http://sportpost.ge/news/view/753?ref=football#sthash.bbFkOKrr.dpuf':' http://sportpost.ge/news/view/753?ref=football#sthash.bbFkOKrr.dpuf'))

01:27 | 19.07.2013
zarzuela (846)

stripslashes((strlen('http://www.youtube.com/watch?v=nKdkJVFH4jk')>0?'http://www.youtube.com/watch?v=nKdkJVFH4jk':'http://www.youtube.com/watch?v=nKdkJVFH4jk'))

01:32 | 19.07.2013
ჟორდანია (425)

ზარზუზელა კლიპში გიცანი გამოდი DD

01:00 | 19.07.2013
гура (947)

დევდარიანი ქართველი არსენ ვენგერია,ერკვევა ახალგაზრდებში!

01:15 | 19.07.2013
R10onaldinho (232)

იმედია აჯობებს ! ;დ

01:21 | 19.07.2013
ჟორდანია (425)

ნეტაი აჯობოს!!! ოგონდაცა რა ოგონდაცა რა DDD

00:57 | 19.07.2013
гура (947)

ილურიძე მომეწონი იმ მომენტში რო გაიქცა კინკაძეს სტილში, მეკარეს ვერ გადაუგდო) იმედია ეს ფეხბურთელი არ დაიკარგება.

00:40 | 19.07.2013
levani82 (41682)

ჟორდანია
ტორპედოს დევიზია მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება

00:51 | 19.07.2013
დროგბა (16450)

მართალი უთქვია კაცს სადგაც

00:49 | 19.07.2013
დროგბა (16450)

00:39 | 19.07.2013
levani82 (41682)

Torres9
კაი რა ტორეს

00:39 | 19.07.2013
mismine (1900)

ძალიან მევასება გიორგი დევდარიანის მუშაობა და მიდგომა საქმისადმი. სულ რომ საოცრება მოხდეს და დილა ვერ გავიდეს შემდეგ ეტაპზე, გიორგის საქმიანობას მაინც დადებითად შევაფასებ. მგონია რომ დინამოშიც გაქაჩავდა, უბრალოდ არ დასცალდა.

00:37 | 19.07.2013
dioreto (551)

კობახიძე ამოაგდოს რა ხიზანეიშვილი კაია

00:37 | 19.07.2013
levani82 (41682)

Torres9(YNWA)
ოხ მოდებაძე ხო ბრწყინავს რა

00:37 | 19.07.2013
Torres9 (12692)

რატო? დილას ერთერთი წამყვანი მოთამაშეა

00:52 | 19.07.2013
dioreto (551)

levani82 ძალიან ძლიერი ხარ შენ)))დილასთვის შეუცვლელია და მესი ნაღდად არაა

00:21 | 19.07.2013
predator88 (628)

shemogevle diaaaaaaaaaaaaaa

00:21 | 19.07.2013
predator88 (628)

dilam sadac daichira daniuri gundebi imena saxeze m.i.a.w.u.w.a

23:53 | 18.07.2013
ჟორდანია (425)

წაიკითხე ვისოლი როდის რაუნდა გაკეთოთ ისწავლეთ და ევროზე რო ვერ გახვედით მაგ დროს გაგეკეთებინათ საქართველოს მაინც არ შეარცხვენდით

10:07 | 19.07.2013
riva (2859)

ხო ძმა ცოტა დრო შეეშალათ გეთანხმები მაგრამ თუ შეინარჩუნეს გუნდი და მიხედეს ძალიან კარგი გუნდი გამოვა დარწმუნებული ვარ.

23:57 | 18.07.2013
ჟორდანია (425)

ეგრე ემართებოდა ვით ჯორჯიას კარგათ მახსოვს....

23:48 | 18.07.2013
Torres9 (12692)

კვახაძე დააყენეთ რა მმდევნო თამაშზე თორე ხიზანეიშვილმა დღეს ძაან ბევრი შეცდომა დაუშვა და 1-2 ლეგიონერი დაიმატეთ და ჯგუფის გუნდი ხართ

23:48 | 18.07.2013
Torres9 (12692)

კაია რო დადეთ

23:46 | 18.07.2013
MAXSIMUS-Z1 (7221)

გენაცვალეთ!

მეტის ნახვა
0.075786