ფეხბურთი

14:21 | 19.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი დარასელია: “შეტევაში ბევრი პრობლემა გვაქვს”

რუსეთის ნაციონალური ლიგის თასის გათამაშებაში მე-6 ადგილი დაკავების შემდეგ, ხაბაროვსკის “სკა-ენერგიას” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში განაცხადა, რომ მის გუნდს შეტევაში ბევრი პრობლემა აქვს.
- კიდევ ბევრი სათამაშო პრობლემა გაქვთ?
- ძალინ ბევრი, განსაკუთრებით ბევრი პრობლემა შეტევაშია. ეს ვიცით, ვითვალისწინებთ და ნელ-ნელა ვუმატებთ. კარგი ტურნირი იყო და საკუთარი ძალების გამოცდის საშუალება გვქონდა. ჩვენი ყველა პლუსი და მინუსი დავინახეთ.
- რას იტყვით დადებითს თქვენი გუნდის შესახებ?
- ძალიან ბევრს ვმუშაობთ. ორჯერადი ვარჯიშები გვაქვს და თამაშის დღესაც ვვარჯიშობდით. ამ ტურნირზე ჩვენთვის შედეგი მთავარი არ იყო. მზადების პროცესია და დაღლილობის ფონზე ფეხბურთელების მდგომარეობა უნდა გვენახა.
რუსეთის ნაციონალური ლიგის თასზე, მე-5 ადგილისთვის მატჩი “სკა-ენერგიამ” ვოლგოგრადის “როტორთან” 1:2 წააგო. ხაბაროვსკელთა რიგებში მყოფი ქართველი ლეგიონერებიდან ლაშა სალუქვაძემ სრულად ითამაშა, ხოლო მის მსგავსად სასტარტოში მყოფი ოთარ მარცვალაძე მე-80 წუთზე შეცვალეს.
“სკა-ენერგიას” გენერალური დირექტორის, სერგეი ფელდმანის თქმით, შოთა გრიგალაშვილს აპენდიქსი ამოაჭრეს და ტურნირზე ამიტომ არ უთამაშია. რაც შეეხება გოჩა ხოჯავას, ფელდმანმა აღნიშნა, რომ ის ფიზიკურად მზად არაა.



 

თეგებიდარასელია
0.11454