ფეხბურთი

14:47 | 19.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩიხრაძე: “ევროთასებზე მოხვედრა ჩვენი მთავარი ამოცანაა”

ზაქათალის “სიმურგის” მთავარი მწვრთნელის გიორგი ჩიხრაძის თქმით, გუნდის მთავარი მიზანი ევროთასებზე მოხვედრაა. ამის შესახებ მან ინტერნეტგამოცემა azerifootball.com-თან საუბარში განაცხადა.

“ევროთასებზე მოხვედრა ჩვენი მთავარი ამოცანაა. ამისთვის ვცდილობთ შედეგს როგორც ჩემპიონატში, ასევე, თასზე მივაღწიოთ. ჩემპიონატის ფავორიტები “ნეფთჩი” და “ყარაბახი” არიან. არაა გამორიცხული, “ოქროსთვის” მათმა რომელიმე მდევარმაც იბრძოლოს. მათ შორის “სიმურგმა”.

ჩვენ კონკურენტი ყველა პოზიციაზე უნდა გავზარდოთ. შესაბამისად, ზამთარში მცველს, ნახევარმცველსა და თავდამსხმელს შევიძენთ.

არ მგონია, “ბაქისთან” მატჩში (2:3) ჩემი გუნდის მცველები სპეციალურად ცდებოდნენ. თუ ფეხბურთში შეცდომები არ დაუშვეს, მაშინ, გოლებიც არ გავა. ბურთი კარში თვითონ ხომ არ შეფრინდება. შეცდომა შესაძლოა ნებისმიერმა ფეხბურთელმა დაუშვას” – თქვა ჩიხრაძემ.

0.120457