ფეხბურთი

18:06 | 20.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჭანტურია: “ჰოლანდიაში დაბრუნება მომიწევს”

ვლადიკავკაზის “ალანიას” ნახევარმცველმა გიორგი ჭანტურიამ, რომელიც მოსკოვის “დინამოსთან” მოგებულ (1:0) მატჩში მოედნიდან გააძევეს, “სპორტ-ექსპრესთან” საუბარში განაცხადა, რომ მეტოქე ფეხბურთელმა პროვოკაცია მოუწყო.

- მოედნიდან თქვენს გაძევებას რა კომენტარს გაუკეთებთ?

- ჩხუბის პროვოცირება “დინამოს” 9 ნომერმა მოაწყო (კოკორინი, ლ.თ.). მან არაერთხელ აშკარად იუხეშა და თავი ვერ შევიკავე, რომ არ მეპასუხა. რა თქმა უნდა, მართალი არ ვარ, რადგან მოედანზე საკუთარი ემოციები უნდა აკონტროლო.

- “ალანიას” სასტარტო შემადგენლობაში თამაში მხოლოდ სეზონის ბოლოს რატომ განდეს?

- მწვრთნელის ხედვა ასეთი იყო. ვფიქრობ, რომ თავიდანვე კარგ სათამაშო ფორმაში ვიყავი და თამაში შემეძლო. თუმცა, ალბათ, მწვრთნელი მიიჩნევდა, რომ სხვები უკეთეს ფორმაში იყვნენ. მე დავამტკიცე, რომ გუნდისთვის საჭირო ვარ, მაგრამ სამწუხაროდ, სეზონი მთავრდება.

- მომავალ სეზონში “ალანიაში” დარჩებით?

- რომ შემეძლოს, აუცილებლად დავრჩებოდი. გულშემატკივრები ძალიან თბილად მეპყრობიან, სასტარტო შემადგენლობის მოთამაშეც გავხდი – სხვა რა უნდა ვისურვო?! თუმცა, “ალანიაში” იჯარით ვთამაშობ და კონტრაქტი “ვიტესთან” მაკავშირებს. ამიტომ, ჰოლანდიაში დაბრუნება მომიწევს. ვლადიკავკაზში გატარებულ დროს ყოველთვის თბილად გავიხსენებ.


თეგებიჭანტურია
0.118944