ფეხბურთი

11:53 | 6.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ადამია: "იმედია, ამ სეზონში ვითამაშებ"

გიორგი ადამიამ გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო. როგორც იცით, მას მძიმე ტრავმა ჰქონდა და კარგა ხანია, ვერ თამაშობს. ბაქოს "ინტერის" შემტევი Azerisport-თან საუბარში ამბობს, რომ მის გუნდს საჩემპიონო შანსი დარჩა, თუმცა ეს შანსი "ნეფთჩის" უკეთესი აქვს. კახა ცხადაძის გუნდი ხომ 4 ქულით ჩამორჩება "მენავთობეებს".

"ბოლომდე ჯერ კიდევ არ ვარ მზად, მაგრამ ნელ-ნელა უკეთესობისკენ მივდივარ. გუნდთან ერთად ვარჯიში რამდენჯერმე დავიწყე, მაგრამ ფეხის ტკივილის გამო შევწყვიტე. რამდენიმე პროცედურაღაა გასავლელი, თუმცა ამჯერად გუნდთან ერთად ვვარჯიშობ. იმედია, ამ სეზონში თამაში მომიწევს. ფორმაში ჩადგომა რთული იქნება, მაგრამ ვეცდები, ყველაფერი გავიხსენო, რაც ტრავმამდე ვიცოდი..."

თეგებიადამია
0.121155