ფეხბურთი

13:28 | 6.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ადამია: “ჩიხურასა” და “ნეფთჩის” შანსები თანაბარია”

გიორგი ადამიას აზრით, რომელიც 2005-2013 წლებში აზერბაიჯანის ჩემპიონატში  თამაშობდა და 198 მატჩში 61 გოლი გაიტანა, უეფას ევროპის ლიგის საპასუხო მატჩში “ჩიხურასა” და “ნეფთჩის” შორის, შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები თანაბარია.

“ორივე გუნდი ფრთხილად ითამაშებს. არცერთი გარისკავს და დიდი ძალებით არ შეუტევს. ორივე ძირითადად იმაზე იფიქრებს, რომ აკურატულად ითამაშონ”, – განუცხადა ინტერნეტპორტალ apasport.az-ს ბოლნისის “სიონის” თავდამსხმელმა.

მან პირველ შეხვედრაში ბაქოში “ბაქსელ არენაზე” მომხდარი ფაქტიც შეაფასა:

“ჩემი აზრით, სპორტისა და პოლიტიკის არევა არ შეიძლება. ვფიქრობ, ქართველ გულშემატკივრებს არავის შეურაცხყოფა არ სურდათ. არა მგონი, ამ ბანერით მათ რაიმე პოლიტიკური მოწოდებით გამოსვლა უნდოდათ. ბაქოურ მატჩში განვითარებული მოვლენების შესახებ პრესიდან გავიგე. ამ თემაზე, თამაშის მონაწილეებთან არ მისაუბრია”.

ადამიას აზერბაიჯანში “ნეფთჩიში”, “ბაქიში”, “ყარაბაღსა” და “ინტერში” უთამაშია. გატანილი გოლების მხრივ, ის ლეგიონერებში რეკორდსმენია, თუ ნატურალიზებულ ფეხბურთელებს არ ჩავთვლით. ნატურალიზებულ ლეგიონერებში კი, საუკეთესო გოლეადორი ბადრი კვარაცხელიაა, რომელმაც 71 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.122451