საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ჰოლანდიაში საკონტროლო მატჩები დაასრულა და ბელგიაში გადაინაცვლა, სადაც ქალაქ ლიეჟში საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. გია კაზანჯიანის გუნდმა აქამდე 6 ამხანაგური მატჩი გამართა, საიდანაც 4 მოიგო.
16-წლამდელები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონისთვის ემზადებიან, რომელიც 8-18 აგვისტოს ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში გაიმართება. ევროპირველობას ქართველები კარგად მომზადებულები ხვდებიან. ნაკრების მწვრთნელი გია კაზანჯიანი გუნდის შემართებით კმაყოფილია.
- ჰოლანდიიდან ბელგიაში გადმოვედით. ვირტიდან ლიეჟამდე საათნახევარის გზაა და ავტობუსით ვიმგზავრეთ. დავბინავდით სასტუმროში და ხვალისთვის ვემზადებით, - გვითხრა კაზანჯიანმა, ლიეჟში რომ შევეხმიანეთ.
- ჰოლანდიასთან პირველი მატჩი გმირულად მოიგეთ, მეორე კი დიდი სხვაობით დათმეთ...
- მოგეხსენებათ, პირველ მატჩში ჩვენმა მოთამაშეებმა ტრავმები მიიღეს. გიგი გოგობერიშვილს და გაციებულ გიორგი ცირეკიძეს მეორე დღეს არ უთამაშიათ, ხოლო ბილი ალიევი და ზურა კერესელიძე მოედანზე რომ შევიყვანე, მათ იქ გაჩერებას აზრი არ ჰქონდა და უმალ უკან ვუხმე. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მოთამაშე გვაკლდა, მესამე პერიოდამდე თანაბარი ბრძოლა მიდიოდა.
- ბოლო პერიოდი საკმაოდ დიდი სხვაობით წააგეთ...
- ბოლოს ბიჭები დაიღალნენ. დავით ლომიძე 5 პერსონალურის გამო გავარდა, ტრავმების გამო 4 მოთამაშე გვაკლდა და მთელმა სიმძიმემ დანარჩენებზე გადაიარა. ვილი ისიანი ძალიან დაღლილი იყო და რიგითი ამხანაგურის გამო რატომ უნდა შემექმნა ვინმესთვის საფრთხე. წამყვანი კალათბურთელები გამოვიყვანე და ბოლო მეოთხედში სათადარიგოები ვათამაშე. ჰოლანდიელებმა იგივე არ გააკეთეს, მათმა მწვრთნელმა ბოლომდე ძირითადი ბირთვი დატოვა და დიდი სხვაობითაც ამიტომ დავმარცხდით, რაშიც ტრაგედიას ნამდვილად ვერ ვხედავ.
- პირველ მატჩში, ბოლო მეოთხედში 16-ქულიანი ჩამორჩენა გააბათილეთ...
- 16 ქულით ვაგებდით რომ დაიწყო პერიოდი, თუმცა საწყის წუთებში ჩამორჩენა 18-ამდე გაიზარდა. 9 წუთში შევძელით ამხელა ჩამორჩენის გაბათილება, რაც ჩვენი გუნდის მებრძოლ ხასიათზე მიანიშნებს.
- მხოლოდ ბრძოლის ხარჯზე მოახერხეთ იმ უიმედო თამაშის მოგება?
- ბრძოლა და სათამაშო დისციპლინა, ცოტა იღბალიც. პრესინგზე გადავედით და მეტოქეს 3-4 წუთის განმავლობაში, რომ იტყვიან, თავისი მოედნიდან ბურთი არ გადმოვატანინეთ. ამან მეტი ჟინი მისცა ბიჭებს, რომლებმაც თამაში დამატებით დროში გადაიყვანეს და მიუხედავად იმისა, რომ ოვერტაიმშიც 6 ქულით ვაგებდით, საბოლოოდ გავიმარჯვეთ.
- უკვე საკმაოდ ბევრი საკონტროლო მატჩი ჩაატარეთ და საბოლოო შემადგენლობა თუ შეარჩიეთ?
- მართლაც კარგად დავინახე თითოეულის შესაძლებლობა და უკვე ვიცი, რომელ 12 მოთამაშეს წავიყვან ევროპის ჩემპიონატზე. საბოლოო შემადგენლობას თბილისში ჩამოსვლის შემდეგ დავასახელებ.
- ბელგიაში თამაშების როგორი განრიგი გაქვთ?
- 1 აგვისტოს მასპინძლებს ვეთამაშებით, რომელიც A დივიზიონის წევრია. მეორე დღეს შვეიცარიას ვხვდებით, ხოლო 3-ში პორტუგალიას გავეჯიბრებით. დიდი მადლობა კალათბურთის ფედერაციას, ასეთი ნაყოფიერი შეკრების გავლის შესაძლებლობა რომ მოგვცა. საკონტროლო მატჩებში ბიჭებმა ყველაფერი გამოსცადეს. ის დიდი სხვაობით წაგებაც კი, რომელიც ჰოლანდიასთან განვიცადეთ, საჭირო იყო საიმისოდ, რომ მოთამაშეებმა ყველაფერი კარგად აწონ-დაწონონ, ზუსტი დასკვნები გამოიტანონ და მომავალში ნაკლები შეცდომები დაუშვან.
- და ბოლოს, ტრავმირებულებზე გკითხავთ...
- ცირეკიძეს სიცხე აღარ აქვს, კერესელიძე, გოგობერიშვილი და ალიევიც უკეთესად არიან და თუ პირველივე მატჩში არა, ბელგიის ტურნირზე დასკვნით შეხვედრებში ითამაშებენ.
www.gbf.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჰა ნუ დავიწყებთ ეხლა 16 წლის ბიჭების გაკიცხვას. ჯერ წინ აქვთ ყველაფერი , მითუმეტეს ეს მატჩი უმნიშვნელო იყო.
თუ წაიკითხავ დამიწერე ზუკა
ირაკლი ვარ
კერესელიძის ამბავი მაინტერესებს ერთი რას შვრება
ოპოშ, ისიანი, გოგალაძე, ლომიძეს მეოტხე პერიოდი სულ არ უთამაშიათ, კარგად წაიკითხე დავით ლომიძე 5 პერსონალურის გამო გავარდა, ტრავმების გამო 4 მოთამაშე გვაკლდა და მთელმა სიმძიმემ დანარჩენებზე გადაიარა. ვილი ისიანი ძალიან დაღლილი იყო და რიგითი ამხანაგურის გამო რატომ უნდა შემექმნა ვინმესთვის საფრთხე. წამყვანი კალათბურთელები გამოვიყვანე და ბოლო მეოთხედში სათადარიგოები ვათამაშე. ჰოლანდიელებმა იგივე არ გააკეთეს, მათმა მწვრთნელმა ბოლომდე ძირითადი ბირთვი დატოვა და დიდი სხვაობითაც ამიტომ დავმარცხდით
20 წლამდელებმა რაც ქნეს ხომ ნახეთ? სულ არ წასულიყვნენ ხომ ჯობდა? იგივე ქნეს 18 წლამდელებმაც, იცი რა ვერ გავიგე ამიხსენით მაშინ როგორ შეიძლება ნაკრებში გყავდეს ისიანი, გოგალაძე, ლომიძე, სანაია და სხვები და 2!!!!! ქულა ჩააგდო მეოთხედში, ტრენერი გამოდის და იმის მაგივრად რომ თავის ტავზეც აიგოს რამე და თქვას ალბათ მეც დავაკელი რამეო დგა და ზხაპრებს ყვება, ესე არაა რაა, მაგარი თაობაა და ცოტა მეტი მოეთხოვებათ ყველას პირველ რიგში ალბათ მწვრტნელსაც
ხმა ამოიღე ოპოშ! თუ რამის თქმა გინდა მე მომწერე პირადად და მე გაგცემ პასუხს
დაიწყეტ ლამნძღვა უკვე ოპოშშშშშშშშშ, რაგაც შენი კომენტარები 20 წლამდელებში და 18 წლამდელებში არ ჩანდა და რაგაც გამოძრავებს ეტკობა 16 წლამდელებში???/
ერთი კარგად დაცერე მანდ რას ცერ
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
და შენ რას იძახი რომ მწვრთნელებს წაგება უნდათ? გულშემატკივრობა ლანძღვაში არ გამოიხატება.თუ ეგრე ნერვიულობ და განიცდი მისულიყავი ვარჯიშებზე და გენახა ვინ როგორ შრომობს
გულშემატკივარი ვარ და მაქსიმუმი გვინდა ყველას, აგერ მოვა ევროპა და ვნახო
გულშემატკივარი ვარ და მაქსიმუმს მოვითხოვთ. აგერ მოვა ევროპა და ვნახოთ, ვისაც ცუდი გაუხარდეს იმის .....,
6 დან 4 თამაში რო მოიგეს მაშინ რატომ არ იღებდი ხმას ჩასაფრებულები რო ხარტ ვინმე გალანძღოთ.გიმუშავია ბავშვებში როდისმე? ნუ პროფესორობთ აქ
შედეგი სახეზეა რაა როგორ
შეიძლება ნაკრებმა მეოთხედში 2 ქულა ჩააგდოს? სირცხვილი არაა? იმის მაგივრად რომ თავის თავზე აიგონ რამე დაიწყეს ტრამვებზე დაბრალება ესე არაა?
oposha შენ მომისმინე ერთი,სანამ ხალხს გალანძღავ ჯერ შენ რა გიკეთებია ამ სფეროში ერთი მოყევი და მერე მე განვსაზღვრავ კაზიოლი ვინ არის
კაი რაა ნამუსი მართლა არ გაქვტ? გვაბოლებენ ეს კაზიოლები მე 4 მეოთხედში 2 ქულა სირცხვილია რააა, ყველა ანტი რეკორდი ჩვენ როგორ უნდა დავამყაროთ, არადა მართლა კარგი თაობაა ეს ნაკრები