მსაჯები რომ უმეტეს შემთხვევაში მასპინძლების მხარს იჭერენ, ეს არახალია. საქართველოს ნაკრებმა მასპინძლებთან მატჩში არბიტრების სიმუხთლე კიდევ ერთხელ გამოსცადა. 16-წლამდელმა კალათბურთელებმა ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მასპინძლებთან 62:75 წააგეს. მატჩის შემდეგ მთავარ მწვრთნელ გია კაზანჯიანს დავუკავშირდით...
- მესამე მეოთხედის ბოლოს დაწინაურება მოახერხეთ, რის შემდეგაც მეტოქემ 18:0 გაქცევა მოაწყო და მატჩის ბედი გადაწყვიტა...
- არ მინდა, მხოლოდ მსაჯებს დავაბრალო წაგება, ჩვენც ვერ ვიყავით მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა სამართლიანი მსაჯობა რომ ყოფილიყო, მოგების რეალური შანსი გვექნებოდა. ასეთ შემთხვევაში კი უშანსოდ ვიყავით.
- კონკრეტულად რაში დაეხმარნენ მსაჯები მასპინძლებს?
- ყველაზე აშკარა მიკერძოება მესამე მეოთხედის ბოლოს იყო, როცა დრო დამთავრებული იყო, ბოსნიელებმა სამქულიანი ჩააგდეს და მსაჯებმა ჩათვალეს. ბოსნიელმა ბურთი სირენის შემდეგ ესროლა, მაგრამ... როცა მსაჯების უსამართლობაზე რეაქცია გვქონდა, ტექნიკურს გვაძლევდნენ. მთლიანობაში, მეორე ტაიმში 3 ტექნიკური მივიღეთ.
- 1 ტექნიკური ლევან გოგალაძეს მისცეს...
- გოგალაძემ ბურთი ჩააგდო და სანამ ბურთი კალათიდან იატაკზე დაეცემოდა, ხელით გააჩერა. ამის გამო ტექნიკური მისცეს. ეს მისი მე-4 ჯარიმა იყო. მე-4 პერიოდის დასაწყისში გოგალაძეს მორიგი ჯარიმა მოუგონეს და მოედნიდან გააგდეს. იყო კიდევ არაერთი მომენტი, სადაც მსაჯებმა მასპინძლების მხარე დაიჭირეს.
- მომდევნო მატჩში დანიას ხვდებით და თუ გაქვთ გასვლის შანსი?
- დანიამ ჩეხეთი 15 ქულით დაამარცხა, რაც ჩვენ გვაწყობდა. ახლა, თუკი ჩეხეთს ბოსნიაც მოუგებს, ჩვენ დანიას დამარცხებით შეგვიძლია ნახევარფინალში გასვლა. ცუდი ისაა, რომ დანიამ დიდი სხვაობით დაამარცხა ჩეხეთი. არ ვიცი, ვნახოთ, ჩვენ არაფერს დავიშურებთ, რომ სასურველ გამარჯვებას მივაღწიოთ.
15 აგვისტოს, საქართველოს და დანიის მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება, მანამდე კი, 20:30 საათზე
www.gbf.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
vatsa daprinavda dilashi,warmatebebi..
ბევრი, ბევრი ვაწა გოოოოოლ გვინდა .
ეს ყველა ქართველ ფორვარდს ერთად აღებულს მირჩევნია მაგარი კაცია ძაან.
4-4-2 თუ ვითამაშეთ, მჭედლიძე-ვაწაძის დუეტი კარგი იქნებოდა ნაკრებში
ქეცბაია სანამ იქნება მაგის პატარა შანსიც არააა
vawa magaria,midi male momjobindi da daniashi bombardirobistvis ibrdzolე
ვაწაძე ქართველ ფორვარდებში საუკეთესოა
ვაწაძე იქნება მინიმუმ რამდენიმე წელი საქართველოს ნაკრების ძირითადი თავდამსხმელი და ბევრჯერაც გაგვახარებს. დაიმახსოვრეთ ეს სიტყვები..
დაგეთანხმები მეც ასე მგონია
soso1986 ,
რა, არ აკლია ნაკრებს? ბოლო თამაშებში ნაკრებს იმენა დაეტყო თავდამსხმელის ყოლა. ძალიან სასარგებლო ფეხბურთელია და ყველაზე მაგარი ქართველი ფორვარდი. გრძნობს ბურთზე სად და როდის უნდა გაიხსნას. ცოტა დრიბლინგიც რომ ჰქონდეს, კარგი იქნებოდა, თუმცა გოლის ალღო აქვს საუკეთესო
რომელი ქართველი ფეხბურთელი ჯობია ამას? ყველაზე მაგარიააა,მიდი ვაწა მალეეე დაიწყე თამაში
ვაწა ამას შოთა არველაძეს ვამსგავსებ ეგეთი სტილიაქ თამაშის
წარმატებები მათე ჭირდები ქართულ ფეხბურთს!!!
წარმატებები ვაწა გვჭირდები და ძალიან გვაკლიხარ
გამოჯანმრთელებას გიუსრვებ!!!!!წარმატება კარიერაში ! კაი თავდამსხმელია!
მალე გამოჯანმრთელებას გიუსრვებ, ნაკრებს მაგრად აკლიხარ.
ნაკრებს???

სმილე მაინც გაგეკეტებინე ბოლოს თუ ესე მწარედ იხუმრე 


არა იხუმრა რა აკლია გელაშვილმა და დვალიშვილმა იმდენი შეყარეს რო კანეშნა ხუმრობს.. ერთადერთი თავდამსხმელია რომელსაც გოლის გატანა შეუძლია დღეს-დღეობით საქ. ნაკრებში მაგრამ მე მაინც მჭედლიძემ მინდა რო ითამაშოს ასნავნოი ხოლმე გოლი ვერ გააქვს მარა რაგაცას მაინც აკეტებს ხოლმე!!!!
მაინც საქართველოს საზღვრებს გარეთ არაფრის მაქნისია..პუსტ ონ ბილ ზდაროვ


საერთოდ ქართველები ერთ გუნდში როცა არიან უკეთესად თამაშობენ, დინამოსთვის ზედგამოჭრილი იქნებოდა მაგრამ ორჰუსი და ჯუღელი გამოუშვებენ ამას?