ფეხბურთი

20:42 | 16.12.2013 | ნანახია 3028 - ჯერ

გია ისიანი – 3-წლიან პროექტზე, “დილას” ამბებზე

ეროვნული ჩემპიონატის დაფინანსების თემა აქტუალურია ქართულ ფეხბურთში. საშინელებაა, როცა ქართული კლუბების დიდ ნაწილს გეგმა არ აქვს მოხაზული და არ იცის, ერთი თვის შემდეგ როგორი მდგომარეობა ექნება. იშლება გუნდები, შემდეგ ფეხბურთელთა ბირთვი ერთი კლუბიდან მეორეში გადადის და გუნდს უკვე ვეღარც ცნობ. არის ფეხბურთელთა კატეგორია, რომლებსაც 24-25 წლის ასაკში 10-ზე მეტი კლუბი აქვთ გამოცვლილი.

“დილას” მენეჯერ გია ისიანს ადრეც უსაუბრია ჩემპიონატში დაფინანსების პროექტზე. ისიანმა “მსოფლიო სპორტთან” ინტერვიუში ჩამოაყალიბა, როგორ ესახება გზები:

-       ეს არის 3-წლიანი დაფინანსების პროექტი, სადაც გათვალისწინებულია სახელმწიფო კლუბების პროფესიულ კლუბებად ჩამოყალიბება. როდესაც კლუბს ექნება 3-წლიანი გარანტია, იქ უკვე აეწყობა თანამშრომლობა სატრანსფერო საკითხზე, შეკრების დაგეგმვაზე, სხვა მოქმედებების წინასწარ გათვლაზე.

-       ამ პროექტის შესახებ, მთავრობის წარმომადგენელს თუ ესაუბრეთ?

-       საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვს ვესაუბრე და ძალიან მოიწონა. მითხრა, რომ ეს პროექტი განსახილველად გავა პარლამენტში. ბატონ ხაბელოვს ვუთხარი, რომ “დილაში” 132 ადამიანია დასაქმებული, ჩვენს სტადიონზე 21-წლამდელთა და 19-წლამდელთა მატჩები ჩატარებულა. ასევე, ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე სხვა კლუბებს (“დილას”) უთამაშიათ აქ. შევიძინეთ მინი-ბუსი და ასევე 7-ადგილიანი მანქანა მწვრთნელებისთვის. “დილა” შემდგარი კლუბია. მადლობის წერილები გვაქვს მიღებული საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან იმის გამო, რომ მაღალ დონეზე ვუმასპინძლეთ 21-წლამდელთა და 19-წლამდელთა მატჩებს. უეფადანაც კარგად შეაფასეს ჩვენი მუშაობა. აღსანიშნავია, რომ “დილას” სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში 505 ბავშვი ვარჯიშობს უფასოდ და ასევე, “ქართლის” სტადიონზე 100 ლტოლვილი ბავშვიც “დილას” სახელით გამოდის. ცხადია, ისინიც უფასოდ. მათ აქვთ ბურთები, სავარჯიშო და სათამაშო ფორმები და ეს ყველაფერი უფასოდ.

-       “დილა” საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს და ეროვნულსაც კი აწვდის ფეხბურთელებს.

-       ეს კიდევ სხვა საკითხია: 5 ფეხბურთელი ეროვნული ნაკრების წევრი, ან კანდიდატია. ასაკობრივებშიც გვყავს. თუ ეს 3-წლიანი პროგრამა იქნება, კლუბი მშვიდად გააგრძელებს წინსვლას. გვერდში გვიდგას მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ვახტანგაშვილი, საერთოდ, გორის “დილა” ბოლო წლებში საქართველოს გარეთ გაიცნეს კარგი კუთხით. გვყავს გენერალური სპონსორი “ავტოგაზპრო”, რომელიც ფეხბურთელებს მანქანისთვის საწვავით უზრუნველყოფს. თანხაც გადმოუცია. “ავტოგაზპროს” გენერალური დირექტორი სანდრო ლილუაშვილი დასასვენებელ საგზურს გადასცემს “დილას” ამ სეზონის პირველი ნახევრის საუკეთესო 2 ფეხბურთელს.

-       და ამ 3-წლიანი პროექტის შემდეგ რა მოხდება?

-       ამა თუ იმ ინვესტორისთვის გაცილებით საინტერესო გახდება კლუბი. დღეს კი რა ხდება? არავის სურს კლუბი, სადაც იცი, რომ ფეხბურთელებს 6-თვიანი კონტრაქტები აქვთ და წასვლაში ხელი არ შეეშლებათ. რომ ნულიდან არ დაიწყება ყველაფერი. ფაქტობრივად, კერძო კლუბებს ისე მიჰყავთ ფეხბურთელები, რომ შენ არაფერი გრჩება. უფასოდ მიმწოდებლები გამოვდივართ და შემდეგ გვრჩება ის ფეხბურთელები, რომლებიც იმ კერძო კლუბებში დაიწუნეს. ასეთ სიტუაციაში რთულია ინვესტორი დააინტერესო, ხოლო როცა გაწერილი გეგმა გექნება, მაშინ დაინტერესდება.

-       “დილაში” ამ ზამთარს რა სატრანსფერო სიახლეებს ველოდოთ?

-       ჯერჯერობით, ამ ერთი ტურის დასრულებას ველოდებით. ბოლო ტურებში გამოსწორდა სიტუაცია შედეგის მხრივ. ვნახოთ, ჯერ ამ პროექტზე ვისაუბროთ.


კომენტარები (20)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:55 | 17.12.2013
kutaiseli7 (1475)

მაგარი პრობკაა

17:51 | 17.12.2013
LAMA80 (1224)

ჩემის აზრით სახლწიფო-მ კი არ უნდა აფინანსოს გუნდები, ბიზნეს უნდა მისცეს წახალისება (შეღავათი) ფეხბურთის გუნდის სპონსორობისთვის!

აი მაგალითად ყველა იმ კომპანიას რომელიც ფეხბურთის გუნდს მინიმუმ 1 მილიონით დაასპონსორებს შეუმცირონ მოგების გადასახადი იმ პერიოდისთვის როდესაც სპონსორი იქნება.

მემგონი საკმაო სტიმული იქნება!

14:27 | 17.12.2013
anaklya (176)

ისიანი, ბერთოლეს მარილივით რომ დაგეშლებათ მაგ გუნდი ამ ზამთარში მერე იძახე 3-წლიანი პროგრამაო. რევიშვილი, ალადაშვილი, კობახიძე, თომაშვილი, მოდებაძე, გორელიშვილი, ესენი ჟელეზნად მიდიან და რომ იძახი 6-თვიანი კონტრაქტები ცუდიაო, ეს როგორ გავიგოთ?
მადლობა მივიღეთ ფედერაციიდანო, რომ ამბობ, სლოვაკეთთან რომ რადიო გაგიფუჭდათ, ალბათ უეფადანაც მიიღებდი მადლობას და არ ამხელ ხომ? )) ნუ ხარ მასე თავმდაბალი

20:27 | 17.12.2013
leo-dzia (5520)

მაგარ აბდაუბდას ლაპარაკობ შენ

10:56 | 17.12.2013
fc.chikhura (534)

132 kaci raambavia dasasaqmebeli punqti kiaraaa.

08:42 | 17.12.2013
levichcr7 (264)

jarjunia111 რეებს იძახი.როგორ ეხები მთელ გორელებს აზრზე მოდი.ამაზე მაგრად მოგთხოვენ.

03:30 | 17.12.2013
ბესო123 (1)

jarjunia111 შენა და... რაოო? გორელებიოო?

00:35 | 17.12.2013
levani82 (41682)

arturi-baierni

რიონზე არენა, რომ გადის იქ ვიღაცამ დარეკა და ტორპედოს ვინმე მაინც მოიწვიეთო და აგვიხსნანო გუნდში რა ხდებაო და რამაზმაც თქვა მართალი ხარო და ეტყობა რამაზი გუნდს ეპატიჟება და გადაცემაში არ მიდის

23:36 | 16.12.2013
james (171)

უყურეთ მილანისა და რომას დაპირისპირებას პირდაპირ ეთერში, საიტზევე, HD ხარისხში!!!
0?'>http://www.cup.ge/ilive/4662--.html':'>http://www.cup.ge/ilive/4662--.html'))

23:21 | 16.12.2013
jarjunia111 (155)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

14:11 | 17.12.2013
mister-g (95)

შენ ბიჭო აზრზე მოდი ეე, რეებს ბაზრობ?! როგორ ეხები გორელებს ბიჭო??

22:51 | 16.12.2013
levani82 (41682)

arturi-baierni

კლუბში ჟურნალისტი ხო გყავთ და მას უთხარით ფხაკაძეებისგან ინტერვიუ აიღეთ-თქო

23:03 | 16.12.2013
arturi-baierni (24493)

ყველას და ყველაფერს თავს არიდებენ ადგილობრივ გადაცემაში აღარ მოდიან ხალხში გაჩენილ კითხვებს რომ უპასუხონ. დღეს იმედი მქონდა 1 არხზე არენაში მაინც ვნახავდით და რამეს მოვისმენდით მაგრამ ყველა კლუბის წარმომადგენელია ტორპედოს გარდა ფაურკვეველი მიზეზების გამო რატოოოო

23:06 | 16.12.2013
arturi-baierni (24493)

თუ მართლა არ გინდათ თქვე კაი ხალხო წადით თუ არადა გამოდით და გაჩენილ კითხვებზე პასუხი გაგვეცით.
ჯერ ერთი მთელი ქალაქი ხომ მოტყუებული დატოვეთ ვითომ და ევროპული დონის აკადემიას აშენებდით.........

22:30 | 16.12.2013
arturi-baierni (24493)

ვაფასებ ამ პიროვნებას სურვილი მაქვს ასეთი პიროვნებები მუშაობდნენ ფეხბურთში და რაც შეიძლება ბევრი.
აქ მომუშავე ჟურნალისტებს მინდა ვთხო იქნებ ტორპედოს პრეზიდენტსაც ჩამოართვათ ინტერვიუ თუ რას აპირებენ გუნდის მიმართებაში აინტერესებს თუ არა ეს გუნდი,გუნდის მომავალი ქალაქის და ჩვენი გულშემატკივრის მომავალი სადაც თავი გვაქ მოჭრილი პასუხი ვინ უნდა აგოს იქნებ თქვენ მიწვდეთ და 2-3 შეკითხვით შეაწუხოთ საიტერესო იქნება მათი აზრი თუ რას ფიქრობენ კლუბზე რომელიც ძალიან ცუდ დღეში და არ შეეფერება ასეთი ყოფა მის ისტორიას და საერთოდ ქალაქს

22:17 | 16.12.2013
levani82 (41682)

დილას სპონსორად ავტოგაზპრო, რომ მიუვიდა ხალხი გახარებული იყო არიქა დილას ეშველაო და იმედიანად იყვნენ და 6 თვიანი კონტრაქტები აღარ იქნებაო და ეხლა რა გამოვიდა ეს ხალხი ტყუილად დააიმედეს? მერე ეს ფეხბურთელები წავლენ აბა რას იზამენ. გამორიცხული არ არის 1 კაცი დინამოში გადმოვიდეს. ძაან ცუდი მეტოქეები თუ კიდევ დამისუსტდება

22:13 | 16.12.2013
levani82 (41682)

ბატონ ხაბელოვს ვუთხარი, რომ “დილაში” 132 ადამიანია დასაქმებული. ამდენი კაცი ნეტავ რას აკეთებს? ფულს, რომ მისცემ, თავიდან ისეთ საქმეებს აკეთებენ გაბერილი შტატი, ძვირადღირებული ფეხბურთელები და მერე მალევე დამატებით ფულს ითხოვს თუ არ მომცემთ გუნდი დამეშლებაო და ამაზეა ნათქვამი საბანი, სადამდედაც გაწვდება, იქამდე დაიფარეო. თუ ფინანსები ხელს არ გიწყობს არ არის აუცილებელი ძვირადღირებული ფეხბურთელები გყავდეს

22:03 | 16.12.2013
abuka (1007)

გაზის ტალონებს აძლევს ეს სპონსორი ბიჭებს ხო? ვაი სირცხვილოოოო! მადლობის წერილიო? ეს უკვე ბევრს ნიშნავს ვაიიიიიი,ვუიიი და კიდე ჯანდაბაააა ჩვენ თავს

21:55 | 16.12.2013
dato.nanava (2529)

ვაითქვენ პატრონს ეგეთი სპონსორი გინდა გკოლია და გინდა არაა...

21:53 | 16.12.2013
beso1980 (79)

მადლობის წერილები გვაქვს მიღებული საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან იმის გამო, რომ მაღალ დონეზე ვუმასპინძლეთ 21-წლამდელთა და 19-წლამდელთა მატჩებს
რა მაღალ დონეზე 1 საათი ჰიმნი ვერ ჩართეთ სლოვაკეთის, სანამ ბიჭებმა უმუსიკოდ არ იმღერეს. შემრცხვა რომ ვუყურებდი და ეს ტყუილი კიდევ უფრო დიდი სირცხვილია.

14:27 | 17.12.2013
firenze (636)

მეც ვუყურე სლოვაკეთთან, მაგარი ცირკი იყო ორჯერ ამღერეს სლოვაკები)

21:27 | 16.12.2013
matri (2779)

ავტოგაზპრო სპონსორად რომ მოვიდა მეთქი სულ მინიმუმ 500 ათას ლარს მაინც ხომ აძლევს მეთქი და რას ვვკითხულობ, საწვავით უზუნველყოფს რა მათხოვრობაა.
ვნახოთ, ჯერ ამ პროექტზე ვისაუბროთ. _ ასე საუბრაში გადის დრო და ამ უაზრო ჩემპიონატიდან აღარაფერი დარჩება მალე.

21:27 | 16.12.2013
ჩიჩარიტო (18039)

ამის შვილი მაგარი პერსპექტიული ბიწია

21:23 | 16.12.2013
დროგბა (16450)

გორელ ხალხს ფისაც ფულიაქ და მილიონერია მძღნერად გექცეთ რომლებსაც გორის დილა კიდია ფეხებზე

21:22 | 16.12.2013
დროგბა (16450)

ავტოგაზპრო საწვავით უზრუნველყოფს ფეხბურთელებს დასასვენებელ საგზურს გადასცემს დილას 2 ფეხბურთელს ბაკურიანში 2 კვირით თხილამურებზე სრიალი იქნება უფასო: ვაი თქვენ პატრონს ამათ გენერალური სპონსორი ქვია

0.079328