მახაჩყალის “ანჟის” მცველმა გია გრიგალავამ, რუსეთის პრემიერლიგის მე-10 ტურში მოსკოვის ცსკა-სთან ფრედ (0:0) დასრულებული მატჩის შემდეგ, კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში მოედნის საფარის ცუდ ხარისხზე დაიჩივლა და აღნიშნა, რომ მის გუნდს, მეტოქეზე მეტი საგოლე მომენტი ჰქონდა.
გია გრიგალავა: “ასეთ მოედანზე დიდი ხანია არ მითამაშია. ერთი შეხედვით, მას არა უშავდა, მაგრამ სინამდვილეში, ძალიან მძიმე გრუნტი იყო”.
- ნაჩვენები თამაშის კი არ გრცხვენიათ, არამედ, ალბათ, დადებითი ემოციები უფრო მეტი გაქვთ?
- მართალია, არ გვრცხვენია. ჩემი აზრით, ცსკა-ზე მწვავე მომენტები გვქონდა. გოლის გატანის შანსები მეტოქესაც ჰქონდა, მაგრამ არა ჩვენსავით რეალური.
- ადელეიეს რამდენად კარგად უგებთ?
- მატჩიდან მატჩამდე, უფრო უკეთესად და უკეთესად.
- საერთო ჯამში, განვლილი მატჩიდან როგორი შთაბეჭდილებები დაგრჩა?
- ნორმალური. განსაკუთრებული არაფერი ყოფილა. ჩვეულებისამებრ ვთამაშობდით.
- მიუხედავად იმისა, რომ ლიდერთან თამაშობდით?
- ამ გუნდთან თამაში სასიამოვნოა. ცსკა თავადც თამაშობს და ამის საშუალებას მეტოქესაც აძლევს. თუმცა, ასეთ მოედანზე რაიმეს შექმნა, ადვილი არაა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ისე არ მოხდეს რომ ანჟი გავარდეს
კაია რომ პრაქტიკა აქვს, ჯანიანია და მოუმატებს მაგრად ასე მგონია
კაი ბიჭია ეს, მაგარ ჯანზეა თან
დვალი რედინგში გადავიდაა
stripslashes((strlen('http://goal.ge/ge/p=22653')>0?'http://goal.ge/ge/p=22653':'http://goal.ge/ge/p=22653'))
გრიგალავა კაი მცველია, ადრე დაცვითი ფუნქციების შესრულება უფრო შეეძლო, ახლა შეტევაშიც ასწორებს თამაშს.
მართალი ხარ dogo159 ძან მონდომებული ბიჭია და სულდა გულს დებს თამაშში ძან მებრძოლია
ეს ბიჯი რო თამაშობს მონდომებით ისე რო თამაშობდენ მაგარი ნაკრები გვეყოლებოდა