ფეხბურთი

2:34 | 14.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

გერმანია მსოფლიო ჩემპიონია

 რიო დე ჟანეიროს ლეგენდარულ „მარაკანას“ სტადიონზე მსოფლიოს მე-20 ჩემპიონატის ფინალური მატჩი დამთავრდა.გერმანიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის. უაღრესად დაძაბული შეხვედრის დამატებითი დროის 113-ე წუთზე ერთადერთი გოლი მიუნხენის „ბაიერნის“ 22 წლის ნახევარმცველმა მარიო გიოტცემ გაიტანა.

გერმანელებმა ისტორიაში მეოთხედ მოიპოვეს მსოფლიო ჩემპიონობა. თანაც ბუნდესნაკრები მუნდიალების ისტორიაში პირველი ევროპული გუნდი გახდა, რომელმაც ამერიკის კონტინტზე შეძლო გამარჯვება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113494