ფეხბურთი

20:03 | 29.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“გენკი” მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

ბელგიის “გენკი”, რომელშიც თორნიკე ოქრიაშვილი და ლუკა ზარანდია ირიცხებიან, მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა.

ბელგიის ჩემპიონატის სტარტზე “გენკმა” “მეხელენთან” 1:3 წააგო და ბელგიური საფეხბურთო კლუბის ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელი ემილიო ფერერა თანამდებობიდან დაითხოვეს. ამის შესახებ “გენკის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

ფერერა “გენკში” 2014 წლის თებერვლიდან მუშაობდა და მისი თავკაცობით გუნდმა 11 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო. ამჟამად, გუნდს პიერ დენიერი ავარჯიშებს.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121282