აგდამის “ყარაბაღის” თავდამსხმელი ნიკა გელაშვილი მოედანს არაუგვიანეს ორი კვირისა დაუბრუნდება. ამის შესახებ აზერბაიჯანული პორტალი azerisport.com-ი იუწყება.
გელაშვილი 15 იანვარს თურქეთში შეკრებაზე მყოფი “ყარაბაღის” ვარჯიშზე დაშავდა და თავიდან მას ექიმებმა 10-დღიანი დასვენება “გამოუწერეს”. თუმცა, ახლა გაირკვა, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების ფორვარდს მკურნალობისთვის ორი კვირა დასჭირდება.