ლას ვეგასში დასრულებულ საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე ქართველმა დიდოსტატმა თამაზ გელაშვილმა (2611) მესამე ადგილი დაიკავა. ექვს ტურად გამართულ ტურნირზე გელაშვილმა 4.5 ქულა მოაგროვა და პირველ-მეორე ადგილზე გასულ ჰოლანდიელ ლუკა ვან ველისა (2675) და სომეხ ვარუჟან აკობიანს (2603) ნახევარი ქულით ჩამორჩა.
ლას ვეგასის ტურნირზე კიდევ ორმა ქართველმა მოჭადრაკემ ითამაშა. გიორგი ყაჭეიშვილმა (2599) 4.0 ქულით მეთორმეტე შედეგი აჩვენა, ხოლო მიხეილ კეკელიძე (2463), 3.5 ქულით – ოცდამეერთე გახლდათ.







