დასასრულს მიუახლოვდა ვაჟ მოჭადრაკეთა 69-ე ეროვნული ჩემპიონატი, რომელსაც თბილისის ჭადრაკის სასახლე მასპინძლობს. მიმდინარე ჩემპიონატზე მე-11 ტურის პარტიები გათამაშდა. დიდ ინეტერესს იწვევდა პარტიები ლიდერთა მინაწილეობით. მათ შორის აღსანიშნავია 2-3 ადგილებზე მყოფი ტურნირის ყველაზე გამოცდილი თამაზ გელაშვილისა და ყველაზე ახალგაზრდა ლუკა პაიჭაძის შეხვედრა. გაიმარჯვა გამოცდილმა გელაშვილმა, მერაბ გაგუნაშვილთან ერთად 7,5 ქულა დააგროვა და ლიდერებში ყოფილ ერთპიროვნულ ლიდერს შეუამხანაგდა. რაც შეეხება გაგუნაშვილს, იგი ტურნირის კიდევ ერთ ახალგაზრდა მონწილე დავით ბენიძეს დაუზავდა.
ბოლოსწინა, მე-12 ტურში დიდ ინეტერესს იწვევს ლუკა პაიჭაძე - დავით არუთინიანის, ბეგლარ ჯობავა - მერაბ გაგუნაშვილისა და თამაზ გელაშვილი - ზურაბ ჯავახაძის შეხვედრები.
მე-11 ტურის ტექნიკური შედეგები: თამაზ გელაშვილი - ლუკა პაიჭაძე 1:0; ზურაბ ჯავახაძე - დავით ჯოჯუა 0:1; ლევან ფანცულაია - მალხაზ სულაშვილი 0,5:0,5; გიორგი მარგველაშვილი - ბეგლარ ჯობავა 0,5:0,5; მერაბ გაგუნაშვილი - დავით ბენიძე 0,5:0,5; გაიოზ ნიგალიძე - თორნიკე სანიკიძე 1:0; კონსტანტინე შანავა - დავით არუთინიანი 0,5:0,5.
სატურნირო მდგომარეობა 11 ტურის შემდეგ: I-II - გაგუნაშვილი, გელაშვილი (7,5-7,5 ქულა); III-IV - პაიჭაძე, არუთინიანი, (6,5-6,5); V-IX - ნიგალიძე, ბენიძე, ფანცულაია, შანავა, ჯოჯუა (6-6); X - სულაშვილი (5); XI-XII - ჯობავა, მარგველაშვილი (4,5-4,5); XIII - სანიკიძე (3,5); XIV - ჯავახაძე (2).
მე-12 ტურის შეხვედრათა განრიგი: პაიჭაძე - არუთინიანი, სანიკიძე - შანავა, ბენიძე - ნიგალიძე, ჯობავა - გაგუნაშვილი, სულაშვილი - მარგველაშვილი, ჯოჯუა - ფანცულაია, გელაშვილი - ჯავახაძე.
როლანდ ლაბუჩიძე







