ჭადრაკი

16:47 | 29.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

გელაშვილი ჩიკაგოს სამეულში

ჩიკაგოში დასრულებულმა საჭადრაკო ტურნირზე თამაზ გელაშვილმა (2600) 9 ტურში 6.5 ქულა მოაგროვა და დამატებითი მაჩვენებლებით მე-3 ადგილი დაიკავა. ქულათა რაოდენობით მას მხოლოდ სომეხმა გაბრიელ სარგისიანმა (2679) აჯობა, მე-2 საფეხურზე კი ასევე 6.5 ქულით ამერიკელი რობერტ ჰესი (2635) გავიდა.
ტურნირზე მოთამაშე სხვა ქართველმა მოჭადრაკეებმა 5.5-5.5 ქულა დააგროვეს, დამატებითი მაჩვენებლებით კი, შემდეგი ადგილები ერგოთ: 16. გიორგი ყაჭეიშვილი (2598), 19. მიხეილ კეკელიძე (2494), 20. ნიკოლოზ მანაგაძე (2472).
ჩიკაგოს ტურნირის საპრიზო ფონდი 100 ათასი დოლარი ერგოთ, საიდანაც ჩემპიონს 10 ათასი ერგო, გელაშვილი კი 2500 დოლარით დასაჩუქრდა.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09311