აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-9 ტურში, ბაქოს “ინტერმა”, რომლის მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე სტუმრად “სუმგაითს” 2:0 სძლია.
ბაქოელთა ქართველი ლეგიონერებიდან ლაშა სალუქვაძემ სრულად ითამაშა. მის მსგავსად ალექსანდრე იაშვილიც სასტარტო შემადგენლობაში იყო, მაგრამ 66-ე წუთზე შეცვალეს. მეკარე გიორგი ლომაია სათადარიგოთა სკამზე ჯდომით შემოიფარგლა, ხოლო ბაჩანა ცხადაძე 18-კაციან განაცხადში არ იმყოფებოდა. “ინტერს” 10 ქულა აქვს და 10 გუნდში მე-7 ადგილზეა.
აგდამის “ყარაბაღმა”, სადაც ბიკა გელაშვილი ირჯება, საკუთარ მოედანზე “ბაქის” 3:0 აჯობა. ქართველმა თავდამსხმელმა სრულად ითამაშა და 78-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო მისი გუნდი ჩემპიონატს 18 ქულით ლიდერობს.
ზაქათალის “სიმურგმა”, რომელსაც გიორგი ჩიხრაძე ხელმძღვანელობს, სტუმრად აზალ-თან 1:1 ითამაშა. ზაქათალელებს 13 ქულით მე-6 პოზიცია უკავიათ.
უზბეკეთის პრემიერლიგის ტაშკენტის “ფახთაქორმა”, რომელსაც კახა მახარაძე კაპიტნობს, სტუმრად თანაქალაქელ “ლოკომოტივს” 1:0 აჯობა. ქართველმა ნახევარმცველმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თავიდან ბოლომდე ითამაშა. “ფახთაქორს” 41 ქულა აქვს და 14 გუნდში მეოთხეა.
“ოლმალიქმა”, სადაც გიორგი კვესიეშვილი ირჯება, თავის მოედანზე “ბუხარას” 3:2 სძლია და 33 ქულით მეხუთეა.
გერმანიის მე-3 ლიგის მე-12 ტურში, “ჰალეშერმა” სტუმრად “დორტმუნდი II”-თან 0:4 წააგო. აკაკი გოგიამ წაგებულთა შორის 90 წუთი იასპარეზა და 71-ე წუთზე გააფრთხილეს. “ჰალეშერი” 17 ქულით 20 გუნდში მეცამეტეა.
“უნტერჰახინგმა” “როტ-ვაისი” მიიღო და 2:1 მოუგო. ლუკას ჰიფნაგელი მასპინძლების 18-კაციან განაცხადში არ ფიგურირებდა. “უნტერჰახინგი” 19 ქულით მეშვიდეა.
ლიტვის A ლიგის (უმაღლესი ლიგა) 32-ე ტურში, “ბანგამ” “კრუოიას” უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. “ბანგაში” მყოფი ქართველი ლეგიონერებიდან ვაჟა ბედოიძე სრულად გაისარჯა, ხოლო თამაზ ჩარგეიშვილი თამაშში 59-ე წუთიდან ჩაერთო. ირაკლი ღერკენაშვილი 18-კაციან განაცხადში იყო, მაგრამ თამაში არ მოუწია. “ბანგას” 30 ქულით 9 გუნდში მეექვსეა.
ყაზახეთის პრემიერლიგაში დარჩენისთვის მებრძოლმა “ატირაუმ”, რომელშიც გიორგი ფეიქრიშვილი გამოდის, სტუმრად ომარ თეთრაძის მიერ გაწვრთნილ “ჟეტისუსთან” 0:0 ითამაშა. ფეიქრიშვილი ორი ტაიმი გაისარჯა. “ატირაუს” 22 ქულა აქვს და 12 გუნდში მე-8 ადგილზეა. “ჟეტისუ” 17 ქულით მეთერთმეტეა.