ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ქალთა ფიგურულ სრიალში მოკლე პროგრამა შედგა, რომელმაც ელენე გედევანიშვილითვის კარგი შედეგი ნამდვილად ვერ მოიტანა. ქართველმა სპორტსმენმა 30 მონაწილეს შორის მე-17 ადგილი დაიკავა და მართალია, თავისუფალი პროგრამის შესრულების უფგლება მიიღო, უკვე ცხადია, რომ ათეულში შეღწევაც ძალიან გაუჭირდება.
გედევანიშვილი ყინულზე მე-16 ნომრად გავიდა და მართალია, ერთი შეხედვით, სერიოზული შეცდომები არ დაუშვია, მსაჯებმა მხოლოდ 54.70 ქულა (ტექნიკურ ელემენტებში 27.51+პროგრამულ კომპონენტებში 27.19) დაუწერეს. საბოლოოდ, ელენე პირველ ადგილზე გასულ სამხრეთკორეელ იუნა კიმს 20.22 ქულით ჩამორჩა.
ელენეს ნუგეშად ის თუ დარჩება, რომ მის წინ მყოფი შვიდამდე კონკურენტი არცთუ დიდად უსწრებს (მე-10 ადგილზე მყოფ გერმანელ ნატალი ვეინციერლს 57.63 ქულა გააჩნია), რაც თავისუფალ პროგრამაში გარკვეული წინსვლის იმედს გვიტოვებს.
თუ მოულოდნელობა არ მოხდა, ქალთა პროგრამაში ოქროს მედლისთვის სამნი იბრძოლებენ: ხსენებულ კიმს, რუს ადელინა სოტნიკოვას და იტალიელ კაროლინა კოსტნერს შორის სხვაობა მხოლოდ 0.80 ქულაა, რაც ფინალში საოცარი ბრძოლის წინაპირობაა.
თავისუფალი პროგრამა 20 თებერვალს თბილისის დროით 19:00 საათიდან დაიწყება და მასში მონაწილეობას 24 საუკეთესო სპორტსმენი მიიღებს. გედევანიშვილი ყინულზე მე-8 ნომრად გავა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გედი გედიიიი :დ მომავალი აქ მმაგარი 3 ოლიმპიადაა ჯერ ადრეა კაცო :დ
რაც უფრო იზრდება უკან უკან მიდის
ბატონ მიქაელს რატომ აღარ ფადაუხადა მადლობა?
კოხტა გოგოა, ლამაზი ტაკუცა აქვს, დაფარფატებდა ყინულზე... მაქსიმუმი გააკეტა მხოლოდ 5-მა ევროპელმა აჯობა.
tsarmatebebs vusurveb !
ეს სააკაშვილმა დაღუპა როცა რუსეთიდან წამოიყვანა და სხვა ტრენერთან მიიყვანა რუსი არ უნდოდა მაგის მერე ვერ გაქაჩა
იმ სი რმა მთელი საქართველო დაღუპა და ეს ერთი რა გასაკვირია?
ელეე არაუშავს გული არ გაიტეხოო მთავარია ქარტველობა რაც შენ გაგაჩნია დიდება უფალს.