ფეხბურთი

21:55 | 27.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

გარსია: “სტროოტმანი რჩება”

ბოლო დროს, ძალიან ბევრი იწერება ჰოლანდიის ეროვნული ნაკრებისა და “რომას” ერთ-ერთი ლიდერის – კევინ სტროოტმანის “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლაზე. თუმცა გუშინ რომაელთა დამრიგებელმა, რუდი გარსიამ, აღნიშნა, რომ ჰოლანდიელი წასვლას არსად აპირებს.

წინა სეზონში სტროოტმანი “რომასთვის” შეუცვლელი ფეხბურთელი იყო, მაგრამ მარტში მიღებულმა მუხლის სერიოზულმა ტრავმამ იგი ფეხბურთს დიდი დროით ჩამოაშორა.

მანჩესტერელთა მთავარ მწვრთნელად ვან გაალის დანიშვნის შემდეგ, “იუნაიტედს” ბევრი ჰოლანდიელი ფეხბურთელის მომავალი დაუკავშირეს. მათ შორის იყო კევინ სტროოტმანიც, მაგრამ გუშინ Goal.com–მა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რუდი გარსიას კომენტარი გაავრცელა:

“კევინს და მე ამ თემაზე არასოდეს გვისაუბრია. ის “რომას” ფეხბურთელია და მომავალ სეზონშიც ასე იქნება. სტროოტმანი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს და მალე სირბილსაც დაიწყებს. მისი რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს.” – განაცხადა “რომას” მთავარმა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ნახევარმცველი “რომაში” ერთი წლის წინ პსვ-დან გადავიდა.

ლევან გოგოტიშვილი

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120783