უელსელი ფეხბურთელი გარეთ ბეილი როგორც საფეხბურთო მოედანზე, პირად ცხოვრებაშიც მეტად თავისებური და საინტერესო ვინმე ყოფილა. როგორც აღმოჩნდა, გარეთი ისეთ ქალებს ანიჭებს უპირატესობას, რომლებიც პოპულარობისთვის ყველა ხერხს არ იყენებენ.
ბრიტანელი ფეხბურთელის ამჟამინდელი მეგობარი ქალი (შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად ცოლიც) ემა რაისი გარეთ ბეილმა მეგობართან გაიცნო და როგორც თავად ამბობს, შეყვარებულისთვის არასოდეს უღალატია. ემა და გარეთი ბოლო დროს საზოგადოების წინაშე ერთადაც ხშირად ჩნდებიან.
ემა რაისი ხელობით მსახიობია, მაგრამ ამჟამად საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობს. როგორც მობურთელი ამბობს, მას ამ ქალში პირველ რიგში მისი უბრალოება და დამყოლი ხასიათი მოსწონს, რადგან კაპარჩხანა და თავისნათქვამა ქალებს ვერ იტანს.







