ფეხბურთი

20:46 | 27.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

გარდაიცვალა მოლდოვის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი

მოლდოვის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი სერგეი სტროენკო 46 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ავტოავარიას ემსხვერპლა. საინტერესოა, რომ სტროენკომ 40 წლის ასაკში ითამაშა ეროვნულ ნაკრებში, კარიერა კი 42 წლისამ დაასრულა. 

სტროენკოს 4 მატჩი ჩაუტარებია საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ. ის 2011-2012 წლებში კიშინიოვის “ზიმბრუს” მთავარი მწვრთნელი გახლდათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1368