პრემიერლიგის მე-5 ტურში, ინგლისური ფეხბურთის მოყვარულთა ყურადღებას კვირას, “ეტიჰადზე” გასამართი შეხვედრა იპყრობს. მოქმედი ჩემპიონი “მანჩესტერ სიტი” შესანიშნავ ფორმაში მყოფ ლონდონის “ჩელსის” უმასპინძლებს.
აღნიშნული მატჩის გარდა, კიდევ ცხრა შეხვედრა გაიმართება, რომლებზეც ამომწურავად ვისაუბრებთ.
ქპრ – სტოკი
დასაწყისი: 20 სექტემბერი, 15:45 წთ.
ჩემპიონატი: პრემიერლიგა, მე-4 ტური
ადგილი: ლონდონი, “ლოფტუს როად სთედიუმი”
მიუხედავად იმისა, რომ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ქპრ-მ ბევრი კარგი მოთამაშე დაიმატა, ლონდონელები მაინც სუსტად გამოიყურებიან. 4 თამაშში 3 ქულა, 1 გატანილი და 9 გაშვებული გოლი.. რბილად რომ ვთქვათ, ცუდი შედეგია. ასეთი შემადგენლობის მქონე კლუბს აშკარად მეტი პოტენციალი აქვს, მაგრამ ჯერჯერობით ჰარი რედნაპის გუნდი შედეგს ვერ აჩვენებს. “მანჩესტერთან” განადგურების შემდგომ, ლონდონელებს შანსი აქვთ მაყურებლების თვალში რეაბილიტაცია მოახდინონ. ვნახოთ, ვნახოთ..
ძალიან უცნაურად თამაშობს წელს “სტოკ სიტი”. ეს გუნდი ყოველთვის საშინაო თამაშებში იყო ძლიერი და გასვლაზე სუსტად გამოიყურებოდა. წელს კი, აშკარად პირიქითაა. ჰიუზის გუნდმა შინ “ასტონ ვილასთან” და “ლესტერთან” წააგო, ხოლო გასვლაზე “მანჩესტერ სიტის” მოუგო და “ჰალთან” ფრედ ითამაშა. როგორც ვხედავთ, ამ თამაშში ნებისმიერი შედეგია მოსალოდნელი.
სავარაუდო შემადგენლობები
ქპრ: გრინი, ისლა, ფერდინანდი, კოლკერი, ტრაორე, ფერი, სანდრო, ბარტონი, ჰოილეტი, აუსტინი, ვარგასი.
მწვრთნელი: ჰარი რედნაპი
დანაკლისი: მუტჩი, ფორლინი
სტოკი: ბეგოვიჩი, ბერდსლი, პიტერსი, შოუკროსი, უილსონი, მუნიესა, ნ’ზონზი, ველანი, მოზესი, დიუფი, უოლტერსი, კრაუჩი.
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი
დანაკლისი: ოდემვინგე, კამერონი
ასტონ ვილა – არსენალი
დასაწყისი: 20 სექტემბერი, 18:00 სთ.
ჩემპიონატი: პრემიერლიგა, მე-4 ტური
ადგილი: ბირმინგემი, “ვილა პარკი”
ტურის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა “ვილა პარკზე” შედგება, სადაც მე-2 ადგილოსანი “ასტონ ვილა” ლონდონის “არსენალს” მიიღებს. ბირმინგემულმა კლუბმა სეზონი ძალიან კარგად დაიწყო და 4 შეხვედრაში 10 ქულა მოაგროვა. გასულ ტურში, “ასტონ ვილამ” სულაც “ენფილდზე” დაამარცხა “ლივერპული” და დაატკიცა, რომ კარგი სტარტი შემთხვევითი არაა. კიდევ ერთი კარგი სიახლეა კლუბის ბანაკში – პოლ ლამბერტმა ახალი კონტრაქტი გააფორმა და “ვილა პარკზე” 2018 წლამდე დარჩება.
არადამაჯერებელია ლონდონის “არსენალი”. შუა კვირაში “მეთოფეებმა” “დორტმუნდთან” წააგეს უშანსოდ და ყველა ტურნირზე ერთად ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია გამოაცხვეს. რემიერლიგის პირველ ტურში, “კრისტალ პალასთან” ბოლო წუთებზე გამარჯვების შემდგომ, ვენგერის გუნდმა სამი შეხვედრა დაასრულა ფრედ. საინტერესოა რა მოხდება დღეს, მეტოქე “არსენალს” საკმაოდ ძლიერი ჰყავს..
სავარაუდო შემადგენლობები
ასტონ ვილა: გუზანი, ბეიკერი, სენდეროსი, ჰატონი, სისოკო, დელფი, ვესტვუდი, კლევერლი, რიჩარდსონი, ვაიმანი, აგბონლაჰორი.
მწვრთნელი: პოლ ლამბერტი
დააკლდებიან: ვლაარი, ბენტეკე, კოზაკი
არსენალი: შესნი, ჩემბერსი, კოშელნი, მერტესაკერი, გიბსი, ფლამინი, არტეტა, რემსი, კასორლა, სანჩესი, უელბეკი.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი
დააკლდებიან: უილშირი, მონრეალი, გნაბრი, დებუში, უოლკოტი, ჟირუ
ბარნლი – სანდერლენდი
დასაწყისი: 20 სექტემბერი, სთ.
ჩემპიონატი: პრემიერლიგა, მე-4 ტური
ადგილი: ბარნლი, “ტურფ მური”
გასულ ტურში, “კრისტალ პალასთან” გამართულ შეხვედრაში (0:0), “ბარნლის” პირველი გამარჯვების ძალიან კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ არფილდმა 85-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა და ამის გამო მხოლოდ ქულას დასჯერდა მისი გუნდი. ორ წაგებას ორი ფრე მოაყოლა აუტსაიდერმა კლუბმა. დღეს კი, რიჩის გუნდი ეცდება, რომ სამი ქულა აიღონ როგორმე.
ჯერჯერობით გამარჯვება არც “სანდერლენდს” არ უზემია, თუმცა ისეთ კლუბებთან არ წააგო, როგორებიც არიან “ტოტენჰემი” და “მანჩესტერ იუნაიტედი”. პოიეტის მიზანიც რომ გამარჯვებაა ამ შეხვედრაში, ბევრი მტკიცება არ სჭირდება.
სავარაუდო შემადგენლობები
ბარნლი: ჰიტონი, ტრაიპერი, დაფი, შაკელი, მი, არფილდი, ჯონსი, მარნი, ტეილორი, ბოიდი, იუტკევიჩი.
მწვრთნელი: სეან რიჩი
დააკლდებიან: ინგსი, ტეილორი, ნუმიგანი, ვოკსი
სანდერლენდი: მანონე, ვერჯინი, ბრაუნი, ოში, ვან აანჰოლტი, კატერმოლი, როდუელი, ლარსონი, ჯონსონი, ალვარესი, ვიკჰემი.
მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი
დააკლდებიან: არავინ
ნიუკასლი – ჰალი
დასაწყისი: 20 სექტემბერი, 18:00 სთ.
ჩემპიონატი: პრემიერლიგა, მე-4 ტური
ადგილი: ნიუკასლი, “სენტ ჯეიმს პარკი”
ძალიან ცუდად მისდის საქმეები “ნიუკასლს” და ასე გაგრძელების შემთხვევაში, ალან პარდიუს მთავარი მწვრთნელის პოსტზე დიდი დრო აღარ უწერია. კლუბის გულშემატკივრები ძალიან უკმაყოფილონი არიან შედეგებით და პარდიუს წასვლას მოითხოვენ. მაიკლ ეშლიმ პარდიუს კიდევ ერთი შანსი მისცა, მაგრამ თუ “კაჭკაჭებმა” კიდევ ერთხელ გაუცრუეს ქომაგებს იმედი, არაა გამორიცხული, რომ პარდიუს თანამდებობის დატოვება მოუწიოს. შესაძლოა, დღეს მას ბოლო შანსი ჰქონდეს..
“ვეფხვებმა” სეზონი ნორმალურად დაიწყეს და 5 ქულა აქვთ, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ კლუბმა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს დაიმატა 4 ახალწვეული და შეთამაშებაა საჭირო. ამიტომაც, ნებისმიერ დროს მოსალოდნელია სტივ ბრიუსის გუნდისგან მომატება. წინა ტურში, “ჰალმა” “ვესტ ჰემთან” ითამაშა ფრედ (2:2) და სწორედ ახალწვეულებმა – დიამემ და ერნანდესმა მოახერხეს გოლების გატანა. მოკლედ შესაძლოა, დღეს ერთის დასასრული და მეორის დასაწყისი ვიხილოთ..
სავარაუდო შემადგენლობები
ნიუკასლი:Lკრული, ჯანმაატი, კოლოჩინი, უილიამსონი, ჰაიდარა, ტიოტე, კოლბეკი, სისოკო, კაბელია, გუფრანი, რივიერი.
მწვრთნელი: ალან პარდიუ
დააკლდებიან: კემპბელ, აარონსი, სანტონი, ტეილორი, სისე, დე იონგი.
ჰალი: მაკგრეგორი, ელმოჰამედი, დოუსონი, დევისი, რობერტსონი, ბრედი, ლივერმორი, ჰადლსტოუნი, დიამე, იელავიჩი, ერნანდესი.
მწვრთნელი: სტივ ბრიუსი
დააკლდებიან: სნოდგრასი
სუონსი – საუთჰემპტონი
დასაწყისი: 20 სექტემბერი, 18:00 სთ.
ჩემპიონატი: პრემიერლიგა, მე-4 ტური
ადგილი: სუონსი, “ლიბერთი სტედიუმი”
კლუბებმა სეზონი ძალიან კარგად დაიწყეს და შესაბამისად, მესამე-მეოთხე ადგილს იკავებენ. გასულ ტურში, “სუონსიმ” “ჩელსისთან” წააგო (2:4), თუმცა პირველი ტაიმი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა და რიგ მომენტებში არ გაუმართლა ამ შედეგით რომ დასრულდა შეხვედრა. გარი მონკის გუნდი მთლიანობაში საკმაოდ კარგ შტაბეჭდილებას ტოვებს და მინიმუმ ათეულში მოხვედრა თავისუფლად შეუძლია.
რონალდ კუმანის გუნდმა თავიდან ოდნავ მძიმედ დაიწყო თავიდან, მაგრამ ბოლო ორ ტურში ძალიან მოუმატა, ქულათა მაქსიმუმი მოაგროვა, 7 გოლი გაიტანა და მხოლოდ 1 მიიღო საკუთარ კარში. ამ მატჩისგან ქომაგი ლამაზ და სანახაობრივ თამაშს ელის.
სავარაუდო შემადგენლობები
სუონსი: ფაბიანსკი, ტეილორი, ფერნანდესი, უილიამსი, რანხელი, კი, შელვი, რუტლიჯი, დაიერი, სიგურდსონი, ბონი.
მწვრთნელი: გარი მონკი
დააკლდებიან: ბრიტონი, ამატი, დონელი
საუთჰემპტონი: ფორსტერი, კლაინი, ფონტე, ალდერვეირელდი, ბერტრანი, კორკი, დევისი, შნეიდერლენი, ტადიჩი, პელე, ლონგი.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი
დააკლდებიან: ისგროვი, გალაგერი, როდრიგესი
ვესტ ჰემი – ლივერპული
დასაწყისი: 20 სექტემბერი, 20:30 წთ.
ჩემპიონატი: პრემიერლიგა, მე-4 ტური
ადგილი: ლონდონი, “ბოლეინ გრაუნდი”
“ვესტ ჰემს” 4 ქულიდან არცერთი არ აქვს მოპოვებული შინ. მეტოქიდან გამომდინარე, დიდი შანსია, რომ “ჩაქუჩებმა” მესამე საწყისი მატჩიც წააგონ შინ. ელარდაისის გუნდი არადამაჯერებელია და აშკარად რაღაც აკლია.
რაც შეეხებათ “წითლებს”, შუა კვირაში კლუბმა ჩემპიონთა ლიგაზე ხუწლიაინ პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა და უკანასკნელ წუთზე მოახერხა გამარჯვება. სამაგიეროდ, მერსესაიდელებმა პრემიერლიგის გასულ ტურში წააგეს და ამ გრაფაში უკვე ორიანი უწერიათ. “ლივერპულმა” ქულების მოპოვება სტაბილურად უნდა დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, როჯერსის გუნდს ჩემპიონობისთვის ბრძოლა გაუჭირდება.
სავარაუდო შემადგენლობები
ვესტ ჰემი: ადრიანი, რიდი, ტომკინსი, ჯენკინსონი, კრესველი, კუაიტე, სონგი, ნობლი, ზარატე, დაუნინგი, ვალენსია.
მწვრთნელი: სემ ელარდაისი
დააკლდებიან: ნოლანი, კეროლი
ლივერპული: მინოლე, მანკილიო, მორენო, ლოვრენი, სახო, ჯერარდი, ჰენდერსონი, კოუტინიო, სტერლინგი, ბალოტელი, ლამბერტი.
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი
დააკლდებიან: სტარიჯი, ჯონსონი, ჩანი, ალენი
ლესტერი – მანჩესტერი
დასაწყისი: 21 სექტემბერი, 16:30 წთ.
ჩემპიონატი: პრემიერლიგა, მე-4 ტური
ადგილი: ლესტერი, “კინგ ფაუერ სთედიუმი”
გასულ ტურში კლუბებმა პირველი გამარჯვება იზეიმეს და 5-5 ქულა მოაგროვეს. “მელიებმა” ულოას გოლით სტუმრად “სტოკი” დაამარცხეს.
ნელნელა ვან გაალის ხელი ეტყობა გაძლიერებულ “იუნაიტედს”, რისი დასტურიც, ქპრ-ს განადგურებაა გასულ კვირას. მიუხედავად ამისა, ჰოლანდიელი სპეციალისტი კარგად ხვდება, რომ გუნდში ძალიან ბევრი სამუშაოა და ჩემპიონობისთვის ბრძოლა გაუჭირდებათ. კვირას უკეთ გამოჩნდება თუ რამდენად არის მზად “იუნაიტედი” მაღალი მიზნებისთვის საბრძოლველად. “ლესტერი” რომ ნებისმიერი გუნდისთვის ანგარიშგასაწევი ძალაა შინ, “ევერტონთან” და “არსენალთან” შეხვედრებშიც დამტკიცდა.
სავარაუდო შემადგენლობები
ლესტერი: ბენ ჰამერი, კონჩესკი, მური, მორგანი, დე ლაეტი, კამბიასი, დრინკვოთერი, ჰემონდი, შლუპი, ნუჯენტი, ულოა.
მწვრთნელი: ნაიჯელ პერსონი
დააკლდებიან: შმეიხელი, აპსონი
მანჩესტერი: დე ხეა, რაფაელი, როხო, ევანსი, შოუ, ბლინდი, ერერა, მატა, დი მარია, რუნი, ვან პერსი.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი
დააკლდებიან: უილსონი, სმოლინგი, ლინგარდი, იანგი, ჯონსი, კერიკი, ფელაინი
ტოტენჰემი – ვესტ ბრომვიჩი
დასაწყისი: 21 სექტემბერი, 16:30 წთ.
ჩემპიონატი: პრემიერლიგა, მე-4 ტური
ადგილი: ლონდონი, “უაით ჰართ ლეინი”
პირველ ორ ტურში მოგების შემდეგ, “ტოტენჰემმა” აურია და “ლივერპულთან” შერცხვენის შემდეგ, ვერც “სანდერლენდს” მოუგო. ამას ისიც დაემატა, რომ ლონდონელებმა ევროპა ლიგაზე “პარტიზანის” დამარცხებაც ვერ მოახერხეს. მოკლედ, პოჩეტინოს გუნდი ყველანაირად ეცდება, რომ სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტოს “ვესტ ბრომვიჩთან”, რომელიც თავის მხრივ ძალიან ცუდად გამოიყურება და მხოლოდ 2 ქულა აქვს მოპოვებული.
სავარაუდო შემადგენლობები
ტოტენჰემი: ლორისი, დაიერი, როუზი, კირიკეში, ქაბული, დემბელე, კაპუე, ლამელა, ერიკსენი, ჩადლი, ადებაიორი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
დააკლდებიან: ვერტონგენი, უოლკერი
ვესტ ბრომვიჩი: ფოსტერი, უისდომი, გამბოა, ოლსონი, დოუსონი, დორანსი, გარდნერი, მორისონი, ბრანტი, ბერაჰიმო, სამარასი.
მწვრთნელი: ალან ირვინი
დააკლდებიან: სესენიონი, მულუმბუ
ევერტონი – კრისტალ პალასი
დასაწყისი: 21 სექტემბერი, 19:00 სთ.
ჩემპიონატი: პრემიერლიგა, მე-4 ტური
ადგილი: ლივერპული, “გუდისონ პარკი”
არადამაჯერებელი სტარტის შემდგომ, ფორმაში შედის “ევერტონი”. გასულ უქმეებზე, მერსესადულმა კლუბმა “ვესტ ბრომვიჩი” დაამარცხა, ხოლო ხუთშაბათს ევროპა ლიგაზე გერმანული “ვოლფსბურგი” გაანადგურა. კვირასაც, მასპინძლები უდავო ფავორიტები არიან “კრისტალ პალასთან”, რომელსაც ჯერ მოგება არ აქვს და მხოლოდ 2 ქულა აქვს მოპოვებული.
სავარაუდო შემადგენლობები
ევერტონი: ჰოვარდი, ბეინსი, იაგიელკა, სტოუნზი, კოულმენი, ბერი, მაკკარტი, მაკგიდი, ნეისმიტი, მირალაში, ლუკაკუ.
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი
დააკლდებიან: ოვიედო, კონე, ბარკლი
კრისტალ პალასი: სპერონი, იარდი, დანი, დელანი, მარიაპა, იედინაკი, მაკარტური, პანჩონი, ლედლი, ზაჰა, გაილი.
მწვრთნელი: ნილ უორნოკი
დააკლდებიან: ო’კეეფე
მანჩესტერ სიტი – ჩელსი
დასაწყისი: 21 სექტემბერი, 19:00 სთ.
ჩემპიონატი: პრემიერლიგა, მე-4 ტური
ადგილი: მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”
ტურის მშვენება “ეტიჰად სთეიუმზე” გაიმართება. მოქმედი ჩემპიონი მიმდინარე სეზონში ტიტულის მოგების მთავარ ფავორიტს ეთამაშება. “მანჩესტერ სიტიმ” ბოლო ორ ტურში ქულები დაკარგა. “არსენალთან” საგარეო ფრე არავისთვისაა ტრაგედია, რასაც ვერ ვიტყვით “სტოკთან” შინ წაგებაზე. “ქალაქელებს” სტაბილურობა აკლიათ და თუ ასე განაგრძეს ქულების ფანტვა ძალიან გაუჭირდებათ ჩემპიონობისთვის ბრძოლა. “სიტიმ” შუა კვირაში ბოლომდე იომა “ბაიერნთან”, მაგრამ 90-ე წუთზე კლუბის ყოფილი მოთამაშის ჟერომ ბოატენგის გოლით დამარცხდა. ახლა ყველაფერს გააკეთებს პელეგრინის გუნდი, რომ გამარჯვება მოიპოვოს და “ჩელსის” წამოეწიოს.
“არისტოკრატებმა” სეზონი დიდებულად დაიწყეს და 12 ქულით პირველ ადგილზე არიან მოკალათებულნი. შესანიშნავია დიეგო კოშტა, რომელმაც 4 თამაშში 7 გოლის გატანა მოახერხა. ძალიან კარგია ფაბრეგასიც, რომელიც ამტკიცებს, რომ პრემიერლიგისთვის არის ზედგამოჭრილი. ლონდონელებმა ჩემპიონთა ლიგაზე “შალკესთან” დაკარგეს ქულები, რაც ნაწილობრივ ამ მატჩზე ფიქრითაცაა გამოწვეული. საინტერესოა, გაგრძელდება “ჩელსის” დიდებული სერია პრემიერლიგაში? მოკლედ, კვირას დიდი მატჩი გველის!!
სავარაუდო შემადგენლობები
მანჩესტერ სიტი: ჰარტი, ზაბალეტა, კომპანი, დემიჩელისი, კლიში, ფერნანდინიო, ლამპარდი, ნავასი, სილვა, ტურე, აგუერო.
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
დააკლდებიან: ფერნანდო
ჩელსი: კურტუა, ივანოვიჩი, ტერი, კეჰილი, ასპილიკუეტა, მატიჩი, ფაბრეგასი, აზარი, რამირესი, შურლე, კოშტა.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
დააკლდებიან: არავინ
ირაკლი ალიმბარაშვილი