“მილანის” ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი უახლოეს მომავალში ბრაზილიას მიაშურებს. გავრცელებული ხმების თანახმად, მისი ოკეანესგაღმური ვოიაჟი 2 მიზანს ისახავს – გალიანი კლარენს ზეედორფს შეხვდება და რობინიოს გაყიდვის თაობაზეც გამართავს მოლაპარაკებას.
მოგეხსენებათ, ჰოლანდიელი კლარენს ზეედორფი ამჟამად “ბოტაფოგოში” თამაშობს და სეზონის დასრულების შემდეგ მას “მილანის” მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავებას უწინასწარმატყველებენ. უფრო კონკრეტულად გალიანი და ზეედორფი ბრაზილიაში დაილაპარაკებენ. კლარენსი 2002-12 წლებში იცავდა “როსონერის” ღირსებას, ჩემპიონთა ლიგის თასი კი სამ გუნდთან (“აიაქსი”, “რეალი”, “მილანი”) ერთად აქვს მოგებული.
გალიანი ბრაზილიელი ფორვარდის რობინიოს გასხვისების თაობაზეც გამართავს მოლაპარაკებას. პაცინის მწყობრში დაბრუნების შემდეგ რობინიოს სათამაშო დრო ნაკლებად დაეთმობა, ეს კი მსოფლიოს ჩემპიონატის წინ მისთვის სასარგებლო ნამდვილად არაა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ზაფხულამდე კი გავარდება მილანი ეგრე თუ გააგრძელა
მატრი საერთოდ რა პონტში იყიდეს?
სასტავის ფეხბურთელი არც მატრია და არც კონსტანტა... დე შელიოს და ემანუელსონის არყოფნაში კი
მატრი ხო ვაფშე და ნიანგი გაუშვეს გუშინ
მარა ვინმე დონეები უნდა მოიყვანონ ფანდურა ხალხი კი არა
მატრიც წავა ლაციოში და იმედია კონსტანტსაც მოიშორებენ... ნოერინო ტორინოში რობინიო სანტოსში
სანამ გუნდის ძირითადში კონსტანტი, მატრი და ნიანგი იქნებიან არაფრის იმედი არ უნდა ქონდეს მილანს და მის გულშემატკივართ
რა გინდა ნიანგი გავუშვით უკვე, მატრიზეც და კონტანტზეც მიდის ლაპარაკი რო წავლენ , რავიცი როდის გვეშველება ნეტა
ეს მილანის ხელმძღვანელობა მაგრად ეღადავება ტიფოზებს ))) ზეედორფი უშველის ეხლა მილანს? გუნდი მთლიანად არის დასაშლელი 5-6 ფეხბურთელის გარდა
პრანდელი
კლარენს ლეგენდავ,შენთვის ჯერ ადრე მგონია მილანის მწვრთნელობა.