“მილანის” ვიცე-პრეზიდენტი ადრაინო გალიანი ადასტურებს, რომ “როსონერის” ბრაზილიელ თავდამსხმელს, რობინიოს კარიერის “ორლანდოში” გაგრძელების შანსი აქვს.
ცოტა ხნის წინათ ცნობილი გახდა, რომ “მილანის” ბრაზილიელი ლეგენდა კაკა კარიერას “ორლანდო სიტიში” განაგრძობს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამერიკელები რობინიოსაც იწვევდნენ, რაც სიმართლე აღმოჩნდა.
“ორლანდოსთან”, რობინიოს ტრანსფერთან დაკავშირებით, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. მას ამ გუნდში თამაში სურს, მაგრამ შეთანხმებისგან ჯერ შორს ვართ.” – აცხადებს გალიანი.