ფეხბურთი

13:24 | 10.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

გალიანი რასიზმის ხსენებამ გააღიზიანა

“მილანის” ვიცეპრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ ნახევარმცველ კევინ-პრინს ბოატენგის “შალკე”-ში გადასვლასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი გააკეთა. იტალიური კლუბის ხელმძღვანელობა გელზენკირხენული კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრ პეტერ პეტერსის მიერ ერთ-ერთი გერმანული გამოცემისთვის გაკეთებულმა კომენტარმა გააღიზიანა, რომლის თანახმადაც, განელი ფეხბურთელის “მილანიდან” წასვლის მიზეზად რასიზმი დასახელდა.

“კევინ-პრინს ბოატენგს ტრანსფერამდე არაერთხელ ვესაუბრე და მისგან რასიზმთან დაკავშირებით ერთი სიტყვაც არ მომისმენია. არ ვიცი, ვის რაში დასჭირდა ამ უაზრო პრობლემის გამოგონება” – ციტირებს “მილანის” ვიცეპრეზიდენტის სიტყვებს იტალიური პრესა. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11798