ფეხბურთი

16:52 | 20.05.2014 | ნანახია 1160 - ჯერ

გალიანი: “კაკა დარჩება”

“მილანის” ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ 32 წლის ნახევარმცველი კაკა მომდევნო სეზონშიც “სან სიროზე” იასპარეზებს. ამის შესახებ გალიანიმ “როსონერის” ოფიციალურ საიტს განუცხადა.

“კაკა “მილანში” დარჩება. ამაში 99%-ით დარწმუნებული ვარ”, - ციტირებს გალიანის სიტყვებს მილანელთა ოფიციალური საიტი.

კაკას “მილანთან” კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს, მაგრამ ერთ-ერთი პუნქტის ძალით, შეეძლო, ხელშეკრულება უსასყიდლოდ გაეწყვიტა. ბრაზილიელს ამის უფლება იმ შემთხვევაში ექნებოდა, თუ “მილანი” ევროთასების საგზურს ვერ მოიპოვებდა, ასე კი, არ მოხდა.

აღსანიშნავია, რომ ვეტერან ბრაზილიელს აშშ-ს კლუბები ეპატიჟებიან.

 


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:01 | 21.05.2014
ss18 (1696)

მე არ მევასება კაკა მმოაშორეთ გაყიდეთ ...

18:32 | 20.05.2014
DATO11- (4359)

მაგარი დამევასა ეს ახალი ფორმა იმენა საკაიფოა. კაკა კი რათქმაუნდა დარჩება

18:25 | 20.05.2014
RMA FANS (3925)

კარგი გადაწყვეტილებაა )

18:01 | 20.05.2014
arturi-baierni (24493)

ტაარაბტიც უნდა დატოვონ ეგ ბიჭი კიდევ უკეთ ათამაშდება

17:16 | 20.05.2014
GOODFORLEJJ (12932)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.079115