ფეხბურთი

14:23 | 26.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“გალათასარაი” დროგბას ახალ კონტრაქტს სთავაზობს

სტამბოლის “გალათასარაის” პრეზიდენტი უნალ აისალი კოტდივუარელ ფორვარდ დიდიე დროგბას შენარჩუნებას გეგმავს.

35 წლის ვეტერანი “ლომებს” გასულ სეზონში შეუერთდა, გუნდის ლიდერად იქცა და კლუბის ხელმძღვანელობა მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს.

“დროგბას უკვე ვესაუბრე და მან მითხრა, რომ კარიერის დასრულებას არ აპირებს. ვუთხარი, რომ შეუძლია “გალათასარაიში” იმდენ ხანს დარჩეს, სანამ ფორმის შენარჩუნებას მოახერხებს. გადაწყვეტლია, რომ დროგბას ახალ კონტრაქტს შევთავაზებთ და ვფიქრობ, მასზე ხელის მოწერას არც დიდიე იუარებს” - განაცხადა აისალმა.

დროგბასა და “გალათასარაის” მოქმედ შეთანხმებას ვადა მომავალ ზაფხულს ეწურება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.061527