ჭადრაკი

14:15 | 4.08.2010 | ნანახია [] - ჯერ

გაგუნაშვილმა კვებეკში იყოჩაღა

კანადის ქალაქ მონრეალში დასრულებულ კვებეკის ღია ჩემპიონატზე ჭადრაკში, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრმა მერაბ გაგუნაშვილმა (2596) 9 შესაძლებლობიდან 6 ქულა მოაგროვა და პირველ-მესამე ადგილები გაინაწილა.
დამატებითი მაჩვენებლებით, პირველი პოზიცია რუს ბატორ სამბუევს (2478) ერგო, მეორე არგენტინის სახელით მოთამაშე ანტონ კოვალიოვი (2599) გახლდათ, მესამე კი – გაგუნაშვილი.
ძირითადი შეჯიბრის  დასრულების შემდეგ, გაიმართა ტურნირი სწრაფ ჭადრაკში, გაგუნაშვილმა 10 ქულა მოაგროვა და პირველობა არავის დაუთმო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.099024