ინდონეზიის ღია ჩემპიონატის მე-6 ტურში ქართველმა მოჭადრაკე მერაბ გაგუნაშვილმა (2584) პირველი მარცხი განიცადა და ლიდერთა ჯგუფს ჩამოშორდა. მერაბმა შავი ფიგურებით ჩინელ ჩაო ლისთან (2681) წააგო და 4.0 ქულით მე-15 ადგილამდე დაქვეითდა.
ლიმ მე-2 პოზიციაზე გადაინაცვლა, ტურნირის ერთპიროვნული ლიდერი კი კიდევ ერთი ჩინელი იანგუიი იუ (2651) გახლავთ, რომლის აქტივშიც 5.5 ქულაა. მე-7 ტურში გაგუნაშვილი თეთრებით ფილიპინელ ჰარიდას პასკუას (2350) დაუპირისპირდება.







