ჭადრაკი

15:00 | 31.08.2010 | ნანახია [] - ჯერ

გაგუნაშვილი სამეულში დამკვიდრდა

ფილიპინებში სტარტი აიღო ფლორენსიო კამპომანესის სახელობის მემორიალმა, რომელშიც ქართველთ მოჭადრაკეთაგან მერაბ გაგუნაშვილი (2596) და თამაზ გელაშვილი (2605) ასპარეზობენ.
განვლილ ხუთ ტურში გაგუნაშვილმა 3 პარტია მოიგო, 2 კი ყაიმით დაასრულა და 4.0 ქულით 72 მონაწილეს შორის მე-3 ადგილზე დამკვიდრდა.
მერაბის წინ მხოლოდ ჩინელები ჯუნ ჟაო (2586) და ლირენ დინგი (2574) იმყოფებიან. პირველს 4.5 ქულა გააჩნია, მეორეს კი გაგუნაშვილის დარად 4.0 ქულა მოუგროვდა, თუმცა, ქართველს დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს.
გელაშვილმა 2 მოგებასა და ამდენივეს ყაიმს 1 მარცხი შეუნაცვლა და 3.0 ქულით 23-ე საფეხურზე იმყოფება.
მე-6 ტურში ქართველი მოჭადრაკეები შავი ფიგურებით ითამაშებენ. გაგუნაშვილი ჩინელ ჰუა ნის (2645) დაუპირისპირდება, ხოლო გელაშვილი – ფილიპინელ ემანუელ სენადორს (2393).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169508