ჭადრაკი

15:12 | 20.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

გაგუნაშვილი კანადურ სამეულში

ტორონტოში დასრულებულ კანადის ღია პირველობაზე ჭადრაკში ჩემპიონის ტიტული ბრიტანელ ლუკ მაკშეინს (2624) ერგო, ქართველმა მერაბ გაგუნაშვილმა (2596) კი კიდევ სამ მოჭადრაკესთან ერთად მესამე-მეექვსე ადგილები გაიყო და საბოლოოდ, მე-3 პოზიცია დაიკავა.
მაკშეინმა 9 ტურში 8 ქულის მოგროვება შეძლო, ხოლო გაგუნაშვილმა ხუთი პარტია მოიგო, ოთხი ფრედ დაასრულა და თავი 7 ქულას მოუყარა.
გაგუნაშვილს საპრიზო ფონდიდან 2 500 დოლარი ერგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097394