არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ფერნანდო გაგომ შესაძლოა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი გამოტოვოს.
“ბოკა ხუნიორსის” ნახევარმცველმა მუხლის ტრავმა ლიბერტადორესის თასზე “სანტა-ფესთან” მატჩში (0:0) მიიღო. “ბოკას” ვებგვერდის ინფორმაციით, გაგოს მყესები ნაწილობრივ დაუზიანდა. არაა გამორიცხული, მისი გამოჯანმთელების პროცესი ორ თვემდე გაგრძელდეს, ხოლო არგენტინის ნაკრები მუნდიალისთვის მზადებას 20 მაისს იწყებს.







