ჭადრაკი

21:47 | 21.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

გაფრინდაშვილის ვერცხლი რაპიდში

ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში დასრულებულ სენიორთა ევროპის ჩემპიონატზე რაპიდში ვერცხლის მედალი მოიპოვა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა (2256). მან 9 ტურში რუსი გალინა სტრუტინსკაიას (2254) და ბულგარელი მარგარიტა ვოისკას (2289) დარად, 6.5 ქულა მოაგროვა, თუმცა, კონკურენტებს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა.

ევროპირველობის გამარჯვებული კიდევ ერთი ბულგარელი რუჟკა გენოვა (2211) გახდა, რომელმაც 7.0 ქულა მიითვალა. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს მარგალიტა თანდაშვილმა (2025) და თამარ ხმიადაშვილმაც (2095), რომელთაც 5-5 ქულა მოაგროვეს და შესაბამისად, მე-7 და მე-9 ადგილები დაიკავეს. 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.169325