ფეხბურთი

17:16 | 16.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფუტსალის თასის ბილეთები უკვე გაყიდვაშია

15 აპრილიდან, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში უეფას ფუტსალის თასის გათამაშების ბილეთების გაყიდვა დაიწყო. სალაროები ღიაა დილის 10-დან საღამოს 6 საათამდე. შეგახსენებთ, რომ დღიური ბილეთის ფასი 5 და 10 ლარია. აქედან გამომდინარე, გულშემატკივარი შეძლებს სასურველი ფასის ერთი ბილეთით, სათამაშო დღის ორივე თამაშს დაესწროს.

23 აპრილიდან კი, მსურველები ბილეთების შეძენას თბილისის სპორტის სასახლის სალაროებშიც შეძლებენ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას ერთობლივი გადაწყვეტილებით, ბილეთების გარკვეული რაოდენობა საჩუქრად დაურიგდებათ საფეხბურთო სკოლებს, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტურ თვითმმართველობებსა და ფანკლუბებს.

სფფ-ს პრესსამსახური 

 

 

თეგებიფუტსალი
0.119369