სტატიები

9:59 | 3.03.2010 | ნანახია [] - ჯერ

ფორუმ-ფანური მოწოდება: “ყველანი სტადიონზე!”

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ხანგრძლივი წარუმატებელი პერიოდისა და მრავალგზის იმედგაცრუების მიუხედავად, გულშემატკივარი დიდი მოლოდინით ელის 3 მარტს. თემურ ქეცბაიას გუნდი, ეროვნულ სტადიონზე ამხანაგურ მატჩში ესტონეთს შეხვდება. სწორედ მწვრთნელის ფაქტორია პირველი და უმთავრესი, რამაც ქომაგებს ახალი იმედი ჩაუსახა. ქეცბაიას ხელში ნაკრები პირველ მატჩს ატარებს. ბოლო პერიოდში, პოპულარულ ვებ-გვერდ www.forum.ge-ის სპორტული განყოფილების ერთ-ერთ უმთავრეს თემად, სწორედ საქართველო-ესტონეთის მომავალი დაპირისპირება და ჩვენი ნაკრების ახალი დამრიგებლის დებიუტი იქცა. სპორტის მოყვარული ფორუმელების უზარმაზარი არმიის ერთი მცირე ნაწილის ნააზრევს აქვე გთავაზობთ. აშკარაა, უმეტესობას ბოლოდროინდელი წარუმატებლობების გახსენება აღარც სურს. მწვრთნელს, თითქმის ყველა სრულ ნდობას უცხადებს. ყველაზე მეტად თვალშისაცემი კი, საერთო ოპტიმიზმია - გულშემატკივარი სეზონის პირველი გამარჯვებისთვის ემზადება.
crusaders: “აი, ეს უკვე ქეცბაიას ნაკრებია. იმედია, მოვიგებთ და განწყობას გამოვიკეთებთ”.
x360Soulja: “აუ, ქეცბა ჯიგარია! გამოიძახა ასათიანი. კაი გუნდია, პროგნოზების გაკეთება არ მინდა. იმედია, 2010 წელს მოგებით დავიწყებთ”.
ballack13:  “ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, მშვენიერი შემადგენლობაა”.
penala:  “თორნიკე აფციაური იმსახურებს გამოძახებას - ერთ-ერთი საუკეთესოა ჩემპიონატში!”
ვალენსია: “მე დევდარიანს ავიყვანდი... ან რა უბედურებაა, 9 მცველი და 3 საყრდენი”.
irasokh:  “ეს, ის ხალხია, ვინც დღეის მდგომარეობით საუკეთესოები არიან თავ-თავიანთ პოზიციებზე”.
N3MO:  “უნდა მოვიგოთ. ასე თუ ისე, კარგი შემადგენლობაა და ყველა კმაყოფილი ვერ იქნება. მაინც მგონია, რომ ამ ეტაპზე, ქეცბაიამ ექსპერიმენტები გვერდზე გადადო და 2010 წლის მოგებით დაწყება უნდა მხოლოდ”.
COLDMAN:  “უნდა მოვიგოთ. მიდი, ქეცბაააა!!! ყველანი სტადიონზე!”
DaTval: “აშკარად მოსაგებად გამოყავს ქეცბაიას გუნდი და ეს მომწონს. ექსპერიმენტები მერე დაიწყება. დევდარიანი მეც დამაკლდა თვალში... ნუ, ამდენი მცველები გასაგებია:
1) ქეცბაიას სტილი
2) ამ მომენტში, მცველები უკეთ თამაშობენ, ვიდრე თავდამსხმელები
3) შემტევები 21-წლამდელებში არიან
მეც მჯერა, რომ ქეცბაია ამ თამაშში თუ არა, მერე ძალიან წარმატებული იქნება. მიზეზი ის არის, რომ ეს კაცი მიხვდა საქმის არსს. ქართველია და მიხვდა, რომ აქ, მთავარი პრობლემა მენტალიტეტია. ტაქტიკა და განლაგება არაფერ შუაშია. უბრალოდ, დამუხტვაა ხალხის საჭირო. გუნდი საომრად არ გადიოდა აქამდე. იმედია, ქეცბაია აიყოლიებს ამ ხალხს და ყველაფერი გამოვა”.
davitaflooh: “გელაშვილი-აფციაურიდან ერთ-ერთის გამოძახება შეეძლო, ალბათ, მაგრამ მაინც არ ათამაშებდა ამ თამაშში არცერთს. გელაშვილი ყველაზე სწრაფია საქართველოში და ზუსტი დარტყმაც აქვს”.
Shevchenko andrei:  “ძალიან კარგი შემადგენლობა გამოიძახა. თან, პირველი გამოძახებაა და რა ფეხბურთელები გამოჩნდნენ. ყოჩაღ, ქეცბა! მომდევნო შეკრებებზე უფრო დააბალანსებს გუნდს”.
akola:  “აშკარად ახალგაზრდები გვაკლია, თორემ, ეს შემადგენლობა ხომ სულ გვყავდა და ბოლოსწინა ადგილს ვერ ავცდით. მარტო მწვრთნელი ვერაფერს იზამს”.
acho999:  “ჯერ კაცს თამაში არ ჩაუტარებია და უკვე დაიწყეთ კრიტიკა, ვაცალოთ რა, ჩაიაროს თამაშმა და მერე გამოიტანეთ დასკვნები - ვინ უნდა გამოეძახა და ვინ, არა”.
NVIDIA (CEO) LA:” ესტონეთი საკმარისი ვერანაირად ვერ იქნება ქეცბასთვის. მაღალი დონის ერთი გუნდი მაინც გვინდა და 1-2 საშუალო დონის. სულ, 4 ამხანაგური კარგი იქნებოდა”.
giorgi: “იმედია, ვაცლით თემურ ქეცბაიას და ამა თუ იმ წარუმატებლობაზე არ დავიწყებთ მის მკაცრ კრიტიკას. იმედი მაქვს, რომ მებრძოლ გუნდს ჩამოაყალიბებს თემური, რომელიც რამდენიმე თამაშს მაინც მოიგებს. არ უნდა მოვთხოვოთ ამ ნაკრებს ძალიან ბევრი - თემური ყველაფერს გააკეთებს, რისი გაკეთებაც შეიძლება. ქეცბაია რომ ბევრს იმუშავებს ნაკრების გასაძლიერებლად, მე ამის მჯერა”.
koka-2000:  “იმედია, მეცლება სამუშაო დღეს. ოღონდ კარგი თამაში იყოს და ყველა წავა, ყველა გადაიხდის ფულს. არავის არაფერი ენანება. ოღონდ ამათ ითამაშონ ფეხბურთი და თუგინდ, წააგონ. მთავარია, ითამაშონ და შესრულდეს ის, რასაც მწვრთნელი ითხოვს. ღემრთმა ქნას, ჩაეყაროს საუძველი ბძოლისუნარიან ნაკრებს.
არ დამავიწყდება ბაბუ, რომელიც ტიროდა რუმინეთთან წაგებული თბილისური თამაშის (0:2) დამთავრების მერე, საჭმლის ფული აღარ დამრჩაო. შვილიშვილთან ერთად იყო მოსული. იმ ბაბუს თვალები არ ამომდის დღესაც გონებიდან, სულ თვალწინ მიდგას. არ მინდა, რომ ხალხი ასე იყოს მომავალში. არ მინდა, რომ ფეხებზე მკიდია დამოკიდებულება იყოს, არ მინდა, რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა უჯიგროდ ითამაშონ”.
Unknown:  “ასეთი დიდი ინტერესით, ნაკრების თამაშს, დიდი ხანია, არ დავლოდებივარ. ისეთი იმედი მაქვს, ისეთი მოლოდინი... როდესმე ჩვენს ფეხბურთსაც ხომ უნდა ეშველოს რამე და ხომ უნდა გადაიდგას ნორმლაური პირველი ნაბიჯი”.
BeqaGugushvili: “ქართველების იმედი ქეცბაიას უკავშირდება. ზოგადად, ამ მატჩს კი, უდიდესი მნიშვნელობა ექნება ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. თუ მოვიგებთ, ვირწმუნებთ ჩვენს ძალებს, თუ ვერა და გავაგრძელებთ ისევე, როგორც აქამდე ვთამაშობდით”.
Furia Ceca:  “ახლა ვიყავი ბილეთზე და მაინც რაღაცა გაუჩალიჩებიათ რა... ყველაზე კარგი, ანუ დასავლეთის და აღმოსავლეთის ორ-ორი შუა სექტორის ბილეთები ღირს 10 ლარი, დანარჩენი 5 ლარი. სამხრეთი და ჩრდილოეთი - 3 ლარი.
დომენტი ბატონო, თავმომწონედ რომ იძახი ყველა ტელევიზიით, 3 და 5 ლარი ეღირება ბილეთებიო, აბა, 10 ლარი ვინ დაადო? პირველი იარუსი საერთოდ რომ არაა გაყიდვაში, მაგაზე აღარაფერს ვამბობ. ალბათ, ისევ ნათესაობაში დარიგდება რჩეული ადგილები. უბრალოდ, იმედი მქონდა, ახლა მაინც გამოსწორდებოდა რაღაცეები”.
giorgitabro999:  “3 მარტს ყველამ ერთად უნდა შევძლოთ გაერთიანება და დავამარცხოთ ის სენი, რასაც წაგებული გუნდის მენტალიტეტი ჰქვია”.
ყველა ქართველმა მოთამაშემ, რომელსაც ნაკრების მაისური აცვია, უნდა გააცნობიეროს, რომ მის უკან ქვეყანაა და კიდევ, ათიათასობით გულანთებული ქართველი, რომელიც კიდევ ერთ იმედგაცრუებას ვეღარ გადაიტანს. მე მჯერა იმის, რომ ასეთ დიდ ტვირთს თქვენ ღირსეულად ატარებთ. წარმატება ჩვენს გუნდს!”
penkrop:  “ყველანი სტადიონზე!!!”

მოამზადა ოთარ მაღლაკელიძემ


 

0.142375