ლევან ყენია დიუსელდორფის “ფორტუნადან” გასაშვებ ფეხბურთელთა სიაშია. ამის შესახებ გერმანული ინტერნეტპორტალი rp-online.de იუწყება.
მეორე ბუნდესლიგის გერმანული კლუბის სპორტული დირექტორის ჰელმუტ შულტეს განცხადებით, მომავალ სეზონში “ფორტუნაში” 25 ფეხბურთელი იქნება. ყენია, ანდრეი ფომიჩოვი, გენკი ომაე და გერიტ ვეგკამპი, ის მოთამაშეები არიან, რომლებთან განშორება დიუსელდორფელებს სურთ.
აღსანიშნავია, რომ ყენია, რომელმაც ვარჯიშზე მიღებული წელის ტრავმის გამო სეზონი ნაადრევად დაასრულა, ზაფხულში გუნდის გამოცვლას თავად აპირებდა.