თამაშგარე

10:24 | 22.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ფორმულა-1” ასპარეზს ქალბატონებს უთმობს

“ჩემი მთავარი მიზანია “ფორმულა-1”-ის ძირითადი პილოტი გავხდე!” - ეს სიტყვები რიგითი მრბოლელისგან არ უნდა გაგვიკვირდეს, რომელსაც წარმატების მიღწევა სურს, მაგრამ თუ პილოტი სუსტი სქესის წარმომადგენელია, ეს ფაქტი მართლაც გაკვირვებას და ინტერესს იმსახურებს.

ზემოთ აღნიშნული სიტყვები, “მერსედეს მოტორსპორტის” ხელმძღვანელ ტოტო ვოლფის ცოლს, 31 წლის სიუზი ვოლფს ეკუთვნის. იგი დროებით შეცვლის გუნდის ძირითად მრბოლელებს და მონაწილეობას მიიღებს დიდი ბრიტანეთის გრან პრის თავისუფალი რბოლის სერიებში.

სიუზიმ მრბოლელის კარიერა კარტინგით დაიწყო და 2001 წელს ბორბლებით რბოლაში გადაინაცვლა. შემდეგ ჯერზე „ფორმულა რენოში“ ასპარეზობდა, მერე ბრიტანულ „ფორმულა-3“-ში და 2006 წლიდან „მერსედეს-ბენც ცე კლასში“. ამ უკანასკნელში სიუზის საუკეთესო შედეგი მე-7 ადგილია.

ეს, არც თუ ისე ცუდი შედეგია დამწყები და მითუმეტეს ქალი-პილოტისთვის. ვნახოთ, როგორ გაართმევს თავს თავდაჯერებული ქალბატონი შემდგომ შეჯებრებებს და გახდება თუ არა, სამაგალითო ქალი-პილოტი სხვა მანდილოსნებისთვისაც.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.146289