პოლონეთის საფეხბურთო ექსტრაკლასას (უმაღლესი ლიგა) მე-18 ტურში, ბიალისტოკის “იაგელონია”, სადაც ნიკა ძალამიძე და გიორგი ფოფხაძე გამოდიან, შინ გდანსკის “ლეხიასთან” 0:1 დამარცხდა.
ფოფხაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ქართველმა მარცხენა მცველმა 64-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ძალამიძემ კოჭზე ოპერაცია გაიაკეთა და ვარჯიშს იანვარში განაახლებს. “იაგელონიამ” გოლი 79-ე წუთზე გაუშვა.
ბიალისტოკელებს 22 ქულა აქვთ და 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზე იმყოფებიან.