ფეხბურთი

14:58 | 27.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფოფხაძე ჯერ "ბაკიშია"

აზერბაიჯანულმა "ბაკიმ" ვარჯიში დაიწყო და გუნდთან ერთადაა საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველი გიორგი ფოფხაძე, რომელმაც შარშან ზაფხულს 1+1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ახლა თავისუფალი აგენტია. დარჩება თუ არა ფოფხაძე აზერბაიჯანულ კლუბში, ჯერ უცნობია.

"ბაკის" ახალი მწვრთნელი ჰყავს სერბი მილინკო პანტიჩის სახით. პანტიჩი 2011-2012 წლებში მადრიდის "ატლეტიკოს" სარეზერვო გუნდს წვრთნიდა და ამ კლუბის ყოფილი ნახევარმცველი გახლავთ. პანტიჩი "ატლეტიკოს" ლიდერი გახლდათ, როცა გუნდი ესპანეთის ჩემპიონი გახდა (1996) და ისტორიაში ჩაეწერა - ერთ მატჩში 4 გოლი გაუტანა "ბარსელონას".   


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112659