ბოლო დროს, ერთგვარ “მოდად” იქცა ცნობილი სპორტსმენი გოგონების “იმიჯის შეცვლა” და მეძავობის სურვილი. ფაქტია, რომ რამდენიმე სპორტსმენმა ქალმა განაცხადა, რომ სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, აპირებენ სხეულით ვაჭრობას მიჰყონ ხელი და ამის მიზეზად, მეძავობის სარფიანობას ასახელებენ.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, მეძავობით ფულის შოვნას რუმინელი ტანმოვარჯიშე, ფლორიკა ლეონიდეც აპირებს. ფლორიკას სპორტულ წარმატებად, 10 წლის წინ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებუილი ბრინჯაოს მედალი ითვლება. როგორც ჩანს, გოგონას ახლა სხვაგვარ “წარმატებებზე” უჭირავს თვალი.
სხვათა შორის, ფლორიკა ლეონიდეს, “დიდ სამეძავო ასპარეზზე” პირველი ნაბიჯები უკვე კარგა ხნის წინ აქვს გადადგმული. იგი ერთ-ერთ გერმანულ პორნო-კომპანიასთან თანამშრომლობს და “ინას” მეტსახელით, საკუთარ თავს ნებისმიერ მსურველს სთავაზობს. მაგრამ თუკი, მისი ეს საქმიანობა ამჟამად “შეთავსებით” ხდება, მომავალში, მეძავობაში მთელი გულისა და მონდომების ჩადებას აპირებს.







