სხვა

12:35 | 28.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ფიზმომზადება დატვირთვების გარეშე” პარკინსონსაც ამარცხებს?!

დაპირებისამებრ, “მსოფლიო სპორტი” იმ ადამიანთა კომენტარებს შემოგთავაზებთ, რომლებიც თბილისელი ნოვატორის – გუჯა კაძახის მიერ შემუშავებულ 47 + 5 მეთოდს სცდიან. ბ-ნ გუჯას მოსწავლეთა ნაამბობიდან ჩანს, რომ “ფიზმომზადება დატვირთვების გარეშე” საკმაოდ სერიოზულ ავადმყოფობებს წარმატებით ებრძვის.

თემურ თოთლაძე: “61 წლის გახლავართ. დაავადებული ვარ პარკინსონით. 2000 წელს   ნერვიულობის ნიადაგზე მცირე კანკალი დამეწყო. ვიტარებდი მკურნალობას, მაგრამ  არ მშველოდა. მოგვიანებით, ავარიაში მოვყევი და კანკალმაც იმატა. დავკარგე ძალა, მიჭირდა სიარული, ვერ ვიცავდი წონასწორობას და სრულიად მოვწყდი. შევიცვალე  მკურნალი ექიმი და მცირე შვება ვიგრძენი, მაგრამ  მაღალი წნევები დამეწყო და  უფრო ცუდად გავხდი. მარჯვენა ფეხს ვეღარ ვდგამდი და სიარულის დროს ძლივს  მივათრევდი, მარჯვენა ხელი ძლიერად მიკანკალებდა, ამიტომ სიარულის დროს ხელებს ვერ ვიყენებდი, წელში საგრძნობლად მოვიხარე, მეტყველებაც დამიქვეითდა. ჩემმა ახლობელმა ბ–ნი გუჯას შესახებ მითხრა. ამ ღვთისნიერმა ადამიანმა მარჯვენა  ფეხი პირველივე ვარჯიშზე თავისუფლად გადამადგმევინა. მარჯვენა ხელი ძლიერად  მიკანკალებდა, ამიტომ სიარულის დროს ვერ ვიყენებდი. ერთ კვირაში ხელებს და  ფეხებს უკვე სინქრონულად ვამოძრავებდი. გაგიკვირდებათ და სირბილიც დავიწყე. ვიცოდი, პარკინსონი  არ  იკურნებოდა და ასეთ შედეგზე ვერც ვიოცნებებდი. ექიმი მკურნალობას იმისთვის მიტარებდა, რომ მდგომარეობა არ გაუარესებულიყო. ბ–ნ გუჯასთან ვარჯიშმა ნელ–ნელა სიცოცხლის ხალისი დამიბრუნა. წნევაც ქვევით  წამოვიდა და 20 ვარჯიშის შემდეგ ხელის კანკალიც საგრძნობლად შემცირდა.  სახლიდან მარტოსაც მიშვებდნენ. კურსის ბოლოს, 35–ე ვარჯიშზე, წნევა მაღალი მქონდა, მაგრამ ყველას გასაკვირად, ხელი აღარ ამკანკალებია. მეტყველებაც გამომისწორდა”.

გიორგი  დათუაშვილი: “დამოუკიდებლად ვვარჯიშობდი ათლეტიზმში. შტანგით  დავიზიანე ხერხემალი. მარცხენა ხელის ფუნქცია საგრძნობლად დაქვეითდა, მარცხენა  ფეხს ვითრევდი და კოჭლობით დავდიოდი. მკურნალობა არ დამიკლია, მაგრამ  მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. დავკარგე  კოორდინაცია, დამეწყო დაბალი  წნევები, კედელ–კედელ  დავდიოდი და გარეთ გასვლის შიშები მქონდა. მივედი  ნეიროქირურგ მაღალაშვილთან. აღმოჩნდა, რომ მაქვს კისრის მალებსშუა თიაქარი,  რომელიც ზურგის ტვინს ებჯინება. ქირურგმა დაასკვნა, რომ საჭიროა სასწრაფო  ოპერაცია, რათა არ განვითარებულიყო დამბლა. ვიცოდი, რომ ოპერაცია სარისკო იყო  და არც გაჯანსაღების სრული გარანტია არსებობდა. საბედნიეროდ, მოვუსმინე  გადაცემას რადიო „ობიექტივის“ ეთერით, სადაც სტუმრად მიწვეული იყო ბ–ნი გუჯა  კახაძე, რომელიც თავისი მეთოდის შესახებ საუბრობდა. დავიწყე ვარჯიში და 10  გაკვეთილის შემდეგ, დამოუკიდებლად შევძელი სიარული. მოგვიანებით, მომეხსნა  გაბრუების შეგრძნება და კოორდინაციამაც დაიწყო აღდგენა. დღეს საკმაოდ კარგად  დავდივარ და სირბილიც დავიწყე. მჯერა, რომ ბ–ნი გუჯას მეთოდით ვარჯიში  სასურველ შედეგს მომიტანს. ჩემს დაავადებასთან დაკავშირებით გამაჩნია სამედიცინო  დასკვნები და კურსის სრულად გავლის შემდეგ ჩავიტარებ გამოკვლევას, რათა  დავრწმუნდე, რომ აღნიშნული პრობლემა მოგვარებულია”.

მიშა სეხნიაშვილი: “ბ-ნ გუჯასთან ხერხემალზე გაკეთებული ოპერაციის გამო მივედი. ამოვიჭერი ასტროციტომა, რომელიც ხერხემალში იყო ჩაზრდილი. 2 წელიწადი მოვანდომე ოპერაციისშემდგომ რეაბილიტაციას, მაგრამ შედეგი არ მქონდა. შემდეგ ინტერნეტში ვნახე სტატია მის შესახებ და დავუკავშირდი. ახლა, მე-18 გაკვეთილი გვაქვს. ყოველი გაკვეთილის შემდეგ ვგრძნობდი უკეთესობას. კურსი 35 გაკვეთილისგან შედგება და ამის შემდეგ, ალბათ, სრულყოფილ შედეგსაც მივაღწევთ”.

ზურა გელაშვილი (საფეხბურთო კლუბი “რაჭა”): “უკვე 4 წელიწადია, რაც ბ-ნ გუჯასთან დავდივარ. მასთან სერიოზული პრობლემებით მივედი. მარცხენა წვივი მარჯვენაზე პატარა მქონდა, ხერხემალზეც დიდი პრობლემა იყო. ყველაზე დიდი პრობლემა გულზე მქონდა, რის გამოც დატვირთვები არ შეიძლებოდა. ბ-ნ გუჯასთან მისვლის შემდეგ, 18 დღეში, ეს პრობლემა მომეხსნა. რამდენიმე კლინიკაში გავიარე სამედიცინო შემოწმება და ყველგან მითხრეს, რომ ჯანმრთელი ვიყავი. ამ ეტაპზე, კვირაში 1-2 ვარჯიში გვაქვს, ისიც ფორმის შესანარჩუნებლად. უახლოეს მომავალში, ალბათ, ბათუმის “დინამოში” გადავალ. არაა გამორიცხული, გიორგი ქინქლაძის დახმარებით, რუსეთში წავიდე”.

ედუარდ გაგუა: “ვარ 66 წლის. ბ-ნ გუჯასთან პარკინსონმა მომიყვანა. ფეხი ძალიან მტკიოდა და უკეთესობა პირველსავე ვარჯიშზე ვიგრძენი. აქტიურად ვემზადებით და შედეგიც გვაქვს. ჯერჯერობით, მე-3 გაკვეთილია”.

ქ-ნ ეკა შათირიშვილს, რომელსაც ხერხემლის უმძიმესი ოპერაცია აშშ-ში ჩაუტარდა, ნიუ იორკში დავუკავშირდით: “ნიუ იორკის ერთ-ერთ აფთიაქში ვმუშაობდი, პროფესიით ფარმაცევტი ვარ. მუშაობის დროს, კიბეზე ჩამოსვლისას, სველ იატაკზე დავეცი და დავიზიანე ხერხემალი. მე-3, მე-4 და მე-5 მალები გამებზარა და ნიუ იორკის ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში ოპერაცია გავიკეთე. ექიმებმა იმპლანტები ჩამისვეს და მას შემდეგ ძლიერი ტკივილები მაქვს. დიდ ხანს ჯდომა და მით უმეტეს სიარული, არ შემიძლია. ორივე ფეხზე დამიქვეითდა შეგრძნების უნარი. მარცხენა ქუსლიც მტკივა. ამერიკის ფიზიოთერაპიის ინსტიტუტში ვიყავი 3 თვე, მაგრამ ვერ მიშველეს. ნერვის ბლოკირებამაც ვერ მოიტანა შედეგი. შარშან, სპორტდარბაზში თითო საათით ვვარჯიშობდი, მაგრამ წელს ესეც აღარ შემიძლია. საქართველოში 2011 წელს ჩამოვედი და 4 სხვადასხვა სპეციალისტთან მოვსინჯე ბედი. მათ სხვადასხვანაირი მეთოდებით მიმკურნალეს, მაგრამ ვერ მიშველეს. “მსოფლიო სპორტის” საიტზე ვნახე სტატია ბ-ნ გუჯაზე, მაგრამ თავდაპირველად, დიდად არ მჯეროდა და ჩემს ჯანმრთელობაზე ხელიც კი მქონდა ჩაქნეული. უკვე 9-10 გაკვეთილი გვქონდა. ახლა გაცილებით მსუბუქად დავდივარ და არც დაბუჟება მაწუხებს. მისგან სწორად სიარული და ჯდომა ვისწავლე, რაც არცერთ ექიმს უსწავლებია. მან ყველაფერი დეტალურად ამიხსნა და სიმსუბუქეც უკვე ვიგრძენი. ამჟამად, გასაძლისი ტკივილები მაქვს. ბ-ნ გუჯა ჩემი ბოლო იმედია და მისი მჯერა. თავის საქმეს მთელი გულით აკეთებს და ყველაფერს დეტალურად მიხსნის. მართალია, ვარჯიშები “სკაიპის” საშუალებით გვაქვს, მაგრამ ეს ხელს არ გვიშლის, მაინც კარგად ვუგებთ ერთმანეთს. ის ჩემზე დიდ ენერგიას ხარჯავს. იმედია, როცა კარგად ვიქნები, საქართველოში ჩამოვალ და მას პირადად გავიცნობ”.

ქალბატონმა, რომელსაც ორივე მხარეს იმპლანტები აქვს, თავისი ვინაობის გამხელა არ ისურვა და კომენტარზეც გაჭირვებით დაგვთანხმდა: “რაც აქ მოვედი, უკვე 13 ვარჯიში ჩავიტარე. ბ-ნ გუჯა მეც იმავეს მაკეთებინებს, რასაც სხვებს (კახაძის მეთოდით, მოსწავლე ითვისებს 47 + 5 ელემენტს. მეთოდიკის ავტორი თავად განსაზღვრავს, რა თანმიმდევრობით ავარჯიშოს მოსწავლე –ი.ჯ). ჯერჯერობით, შედეგს დიდად ვერ ვგრძნობ. ეგაა, კუნთები შედარებით გამიმაგრდა. კვირაში 3-4 გაკვეთილი გვაქვს, სულ 35-ჯერ უნდა მოვიდე”.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს უკანასკნელი სწორედ ის შემთხვევაა, როცა შედეგი აშკარაა, მაგრამ მოსწავლეს მისი დაჯერება უჭირს, ან არ უნდა. ბ-ნ გუჯასთან მისვლის პირველ დღეს, ქალბატონი ხელჯოხს ხმარობდა და 30სმ-იანი გადახრაც ჰქონდა. ჩვენი თვალით ვნახეთ, რომ დღეს, ეს ქალბატონი უჯოხოდ დადის, გადახრა მნიშვნელოვნად შეამცირა და სიარულისას გაცილებით მეტ მანძილსაც შეუსვენებლივ ფარავს.

იხილეთ ვიდეო

http://www.worldsport.ge/ge/page/fizmomzadeba-datvirtvebis-gareshe-parkinsonis-winaagmdeg

0.139664