ფლორენციის “ფიორენტინა” კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა მცველების – მარტინ მონტოიასა და მარკ ბარტრას გადაბირებითაა დაინტერესებული. ამის შესახებ La Nazione იუწყება.
აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, იტალიელები ესპანელთა ირგვლივ შექმნილ ვითარებას დეტალურად აკვირდებიან და მათ ხელში ჩასაგდებად ემზადებიან. მცველებს “ბარსელონასთან” კონტრაქტები ეწურებათ და ჯერჯერობით, მის გახანგრძლივებას არ ჩქარობენ.
სავარაუდოდ, “ფიორენტინა” ბარტრასა და მონტოიას გადაბირებას ზამთარში ეცდება.