საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ახაგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი 5 მედლით და 38 ქვეყნის ნაკრებს შორის დაკავებული გუნდური პირველი ადგილით ჩაამთავრა. თორნიკე ნაგლიაშვილისა (55 კგ) და ივანე ჯავახიშვილის (60 კგ) მიერ გუშინ მოპოვებულ ვერცხლებს დღეს გია გუგავას შეგირდებმა თითო ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო მიამატეს. ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ) ყველა შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო და პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. უშანგი მარგიანს (81 კგ) ტიტულამდე გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდა. ლევან გუგავამ (81 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
ღვინიაშვილი რუმინეთში ახალგაზრდებს შორის ევროპის და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის რანგში ჩავიდა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ თავის ასაკობრივ ჯგუფში ულაპარაკოდ საუკეთესოა. ოქროს გზას პოლონელი რაფალ კოზლოვსკის ძლევით შეუყვა. მეტოქეს ორწუთნახევარში ყველა შეფასების ილეთი შეუსრულა.
მეორე წრეში უმთავრეს კონკურენტს – უფროსებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორს, უნგრელ კრიშტიან ტოთს დაეჭიდა და დაძაბულ ბრძოლაში იუკოს უპირატესობით დაამარცხა.
მესამე წრეში ღვინიაშვილმა ჰოლანდიელ მაქს დე ვრეეზეს ნახევარი წუთი აკმარა ბეჭებზე გასაკრავად. ნახევარფინალში ესპანეთის სახელით მოჭიდავე ნიკოლოზ შერაზადიშვილს ვაზარით აჯობა. საჩემპიონო ბრძოლაში კი აზერბაიჯანელი ფირუდინ დადაშოვი შებოჭა.
უშანგი მარგიანმა ოქროს მედალი ფინალის დასრულებამდე 22 წამით ადრე დაკარგა – სერბ ნემანია მაჟდოვს ვაზარს უგებდა და სუფთად გამარჯვების სურვილმა შეცდომა დააშვებინა. მეტოქემ კონტრილეთით ვაზარი აუღო და საბოლოოდ გაფრთხილებით მოუგო.
მაჟდოვმა იქამდე გაფრთხილებითვე დაასრულებინა ძირითად ბადეში გამოსვლა ლევან გუგავას. მათი შეხვედრა ნახევარფინალში შედგა და გუგავა რეპეშაჟში გადაერთო.
უშანგი მარგიანმა ფინალის საგზური ნემანია მაჟდოვის ძმის, სტეფან მაჟდოვის სუფთად დამარცხებით მოიპოვა. იქამდე ქართველმა ძიუდოისტმა ბულგარელი ივაილო ივანოვი, გერმანიის სახელით მოჭიდავე სანდრო მაქაცარია და მოლდოველი დორინ გოტონოაგა ჩამოიშორა.
ლევან გუგავამ ძირითად ბადეში ნახევარფინალამდე მოლდოველ გენადი პრეტივატის, ლატვიელ გლებს ტატალუიევსსა და ჰოლანდიელ ფრანკ დე ვიტს აჯობა. რეპეშაჟის ფინალში კი სლოვაკ პეტერ ზილკას შეუსრულა იპონი.
დღესვე საქართველოს დროშის ქვეშ გურამ თუშიშვილმა (100 კგ), გუგა კიბორძალიძემ (+100 კგ) და ელენე ქებაძემაც (+78 კგ) იჭიდავეს. კიბორძალიძე მეხუთე ადგილს დასჯერდა, ქებაძე – მეშვიდეს, თუშიშვილი კი საწყის ეტაპზევე დამარცხდა.
ხვალ ბუქარესტში გუნდური პირველობა გაიმართება. შეხვედრები თბილისის დროით 11:30 საათიდან დაიწყება.
ვასილ მშვილდაძე
ძიუდო
ევროპის ჩემპიონატი
ახალგაზრდები
ბუქარესტი
19 სექტემბერი
ვაჟები
55 კგ
1 ანგელო პანტანო (იტალია)
2 თორნიკე ნაგლიაშვილი (საქართველო)
3 კამალ ფიკრი (საფრანგეთი)
3 მაგომედ სოლომგერიევი (რუსეთი)
5 ლერი ჭელიძე (საქართველო)
60 კგ
1 ფრანცისკო გარიგოს როსა (ესპანეთი)
2 ივანე ჯავახიშვილი (საქართველო)
3 ფაბიო ბასილე (იტალია)
3 ვალიდ ხიარი (საფრანგეთი)
66 კგ
1 ბარუჩ შმაილოვი (ისრაელი)
2 არსენ გაზარიანი (სომხეთი)
3 დმიტრო რასკინი (უკრაინა)
3 მარტინ სეტცი (გერმანია)
73 კგ
1 ბენჟამინ აქსუსი (საფრანგეთი)
2 თიერნო ბალდე (ჰოლანდია)
3 ტოჰარ ბუტბული (ისრაელი)
3 ალექსანდრუ კონსტანტინ რაიკუ (რუმინეთი)
გოგონები
44 კგ
1 ბორისლავა დამიანოვა (ბულგარეთი)
2 მელისა ჩაკმაკლი (თურქეთი)
3 ნესრინ კარტალ ჩეტინი (თურქეთი)
3 მირიამ შნეიდერი (გერმანია)
48 კგ
1 დილარა ლოკმანჰეკიმი (თურქეთი)
2 ალექსანდრა პოპი (რუმინეთი)
3 რეკა პუპი (უნგრეთი)
3 გულკადერ სენტურკი (თურქეთი)
52 კგ
1 ოდეტე გიუფრიდა (იტალია)
2 ასტრიდ ნეტო (საფრანგეთი)
3 ზარინა ბაბინიანი (რუსეთი)
3 ანდრეა ლესკი (სლოვენია)
57 კგ
1 ანა ბოროვსკა (პოლონეთი)
2 მარია ცენტრაჩიო (იტალია)
3 სარა ჰარაჩი (საფრანგეთი)
3 დევი კარტჰაუსი (ჰოლანდია)
20 სქეტემბერი
ვაჟები
81 კგ
1 ნემანია მაჟდოვი (სერბეთი)
2 უშანგი მარგიანი (საქართველო)
3 ლევან გუგავა (საქართველო)
3 სტეფან მაჟდოვი (სერბეთი)
90 კგ
1 ბექა ღვინიაშვილი (საქართველო)
2 ფირუდინ დადაშოვი (აზერბაიჯანი)
3 მაქს დე ვრეეზე (ჰოლანდია)
3 ნიკოლოზ შერაზადიშვილი (ესპანეთი)
100 კგ
1 ნიაზ ილიასოვი (რუსეთი)
2 რამზან მალსუიგენოვი (რუსეთი)
3 ზლატკო კუმრიჩი (ხორვატია)
3 ფილიპ გალანდი (გერმანია)
+100 კგ
1 იაკივ ხამო (უკრაინა)
2 რუსლან შახბაზოვი (რუსეთი)
3 ტამერლან ბაშაევი (რუსეთი)
3 სერგეი ზვერევი (უკრაინა)
5 გუგა კიბორძალიძე (საქართველო)
გოგონები
63 კგ
1 სზაბინა ჩერზაკი (უნგრეთი)
2 დო ველემა (ჰოლანდია)
3 დიანა ჟიგაროსი (რუსეთი)
3 ელისავეტ ტელციდუ (საბერძნეთი
70 კგ
1 სანე ლისა ვან დიკი (ჰოლანდია)
2 ბარბარა მატიჩი (ხორვატია)
3 მელისა ჰელინი (საფრანგეთი)
3 ალეკსანდრა სამარჯიჩი (ბოსნია ჰერცეგოვინა)
78 კგ
1 ანასტასია ტურჩინი (უკრაინა)
2 ბეატა პაკუტი (პოლონეთი)
3 სამა ჰავა კამარა (საფრანგეთი)
3 ჟული პიერე (საფრანგეთი)
+78 კგ
1 ჯუდი მაიერსი (დიდი ბრიტანეთი)
2 მიშელ გოშინი (გერმანია)
3 მარინ ერბი (საფრანგეთი)
3 ანასტასია საპსაი (უკრაინა)
7 ელენე ქებაძე (საქართველო)
გუნდური ჩათვლა. ვაჟები
ო | ვ | ბ | V |
VII |
||
1 | საქართელი | 1 | 3 | 1 | 2 | 0 |
2 | რუსეთი | 1 | 2 | 2 | 0 | 1 |
3 | საფრანგეთი | 1 | 0 | 2 | 2 | 0 |
4 | უკრაინა | 1 | 0 | 2 | 1 | 2 |
5 | ისრაელი | 1 | 0 | 1 | 2 | 0 |