ფეხბურთი

1:36 | 28.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფინალი ესპანეთთან

საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, რომელსაც გოჩა ტყებუჩავა წვრთნის, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის ფინალში ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა A ჯგუფის საწყის მატჩში ყირგიზი თანატოლები 10:0 გაანადგურეს, გუშინ კი ყაზახეთს უგოლოდ დაშორდნენ. ვინაიდან მასპინძლებს ყირგიზეთთან “მხოლოდ” 3:0 ჰქონდათ მოგებული, ჯგუფში პირველი ადგილი და ფინალის საგზური საქართველოს ნაკრებს ერგო.

ტურნირის გადამწყვეტი შეხვედრა 29 ივნისს შედგება და ქართველი ჭაბუკების მეტოქე B ჯგუფის გამარჯვებული ესპანეთი იქნება. პირენეელებმა ტაჯიკეთი 7:0 გაანადგურეს, აზერბაიჯანთან კი ფრედ (1:1) ითამაშეს.

აქვე ვთქვათ, რომ მეხუთე ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს აზერბაიჯანი და ყირგიზეთი გაეჯიბრებიან, მე-3 საფეხურისთვის კი ყაზახეთი და ტაჯიკეთი იბრძოლებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.136207