საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციამ 2013 წელი ელიზავეტა ბიკოვას წლად გამოაცხადა. ცნობისთვის, მიმდინარე წლის 4 ნოემბერს ჭადრაკის ისტორიაში მესამე ქალ მსოფლიო ჩემპიონ ბიკოვას 100 წელი შეუსრულდებოდა.
მსოფლიოს უძლიერესი ქალი-მოჭადრაკის ტიტული ბიკოვამ 1953 წელს გამართულ მატჩში ლიუდმილა რუდენკოს ჩამოართვა, თუმცა, 1956 წელს გამართულ მატჩ-ტურნირში ტიტულის დათმობა მოუწია ოლგა რუბცოვასთან.
ბიკოვამ უძლიერესის სახელი ერთი წლის შემდეგ დაიბრუნა, რომელიც შემდეგ ნონა გაფრინდაშვილთან შერკინებაში დაკარგა. ეს, 1962 წელს მოსკოვში გამართულ შეხვედრაში მოხდა.







