კალათბურთი

20:22 | 18.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

FIBA-მ საერთაშორისო კალენდარი შეცვალა

სტამბოლში კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIBA) მმართველი საბჭოს სპეციალური სესია გაიმართა, რომელმაც მსოფლიო კალათბურთის სისტემაში სერიოზული ცვლილებები განახორციელა. FIBA-მ საერთაშორისო კალენდარი შეცვალა, ხოლო კონფედერაციებს (FIBA-ევროპა, FIBA-აფრიკა და ა.შ) ავტონომია წაართვა. ამიერიდან, FIBA ერთპიროვნულად მიიღებს გადაწყვეტილებას და კონფედერაციებს ვეტოს უფლება აღარ ექნებათ. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად,  FIBA-მ ევრობასკეტის ორწლიანი ციკლი ოთხწლიანით შეცვალა.

სხვათა (NBA, ევროლიგა) აზრი FIBA-მ არც ნაკრებთა შესარჩევი ციკლის შეცვლის დროს გაიზიარა და სანაკრებო თამაშები ზამთარსა და გაზაფხულზე დანიშნა - მაშინ, როცა გახურებული საკლუბო ტურნირები მიმდინარეობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილებები არ აწყობდა ნბა-ს და ევროლიგის ხელმძღვანელობას. ამ გადაწყვეტილებამდე ნაკრებთა შესარჩევი ტურნირები ზაფხულში, კონკრეტულად კი აგვისტოსა და სექტემბერში ტარდებოდა.

2017 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის დასრულების შემდეგ, მორიგი ანალოგიური ასპარეზობა 2021 წელს გაიმართება.

მსოფლიოს ჩემპიონატების ციკლი დროებით 5 წლიანი გახდა. წელს ესპანეთში დასრულებული ფინალური ეტაპის შემდეგ, მორიგი ასპარეზობა 2019 წელს გაიმართება. მომდევნო ჩემპიონატები კი ისევ 4 წლიანი ციკლით ჩატარდება.

0.108417