ფეხბურთი

12:57 | 28.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთელის წარმატებას მწვრთნელის ინტელექტი განაპირობებს!

ჩვენი ეროვნული ნაკრები ევროსარბიელზე იოლ ნადავლს წარმოადგენს. მიზეზი მარტივია - ფიზიკური კონდიციებით ძალიან ჩამოვრჩებით. თემურ ქეცბაიას არაერთხელ უთქვამს: „წინ წასვლას არავის ვუშლი. დღევანდელი ფეხბურთი წინ და უკან სირბილია. როდესაც ვერ დარბიხარ იძულებული ხარ დაცვაში იდგე, რადგან შეტევაზე წასვლის შემდეგ აუცილებლად მოგთხოვ უკან ჩამოხვიდე და დაცვას დაეხმარო. თუ წინ და უკან სირბილი არ შეგიძლია, ფეხბურთელი თვითონ არჩევ დაცვაში დგომას. უცხოელები 15 კილომეტრს დარბიან, ჩვენ ჩემპიონატში კი მაქსიმუმი 4 კილომეტრია. მე სირბილი რომ აღარ შემეძლო ფეხბურთს თავს იმიტომ დავანებე“-ო.

მრავალწლიანი ჩავარდნის მიუხედავად გამოსავალი მაინც არსებობს, თანაც ძალიან სწრაფი. დავივიწყოთ, რომ ფეხბურთელი ნაკრებში ფიზიკურად მომზადებული უნდა მიდიოდეს. 2 დღე, რომელსაც ფეხბურთელი ნაკრებთან ერთად ატარებს სრულიად სკმარისია, რომ ფიზიკურად მოვამზადოთ. თეორიულად ეს ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ პრაქტიკულად 30 წუთი მსუბუქად ვარჯიში 1 წლის შედეგს რომ იძლევა ამაში ბევრი დარწმუნდა. ფეხბურთის ფედერაციაში პროექტიც წარვადგინე, სადაც ყველაფერი დეტალურად არის აღწერილი, მაგრამ ეს ცოდნა მათთვის „უღრანი ტყე“ აღმოჩნდა, ამიტომ გამოყენებას არ ჩქარობენ. 

რაც შეეხება ქართულ კლუბებს დღევანდელი რეალობა ასეთია: ძალიან ბევრი „ექსპერტი“ გვყავს, ამიტომ ვაკეთებთ მეტს ვიდრე ადრე, მაგრამ არა იმას რაც საჭიროა. ვგეგმავთ ბევრს, მაგრამ ვაღწევთ ცოტას. რასაც ვხარჯავთ იმაზე ბევრად მცირე შედეგს ვიღებთ. გავზარდეთ პრეტენზიები, მაგრამ შევამცირეთ ფასეულობები. საფეხბურთო ცხოვრება კი იზომება მომენტებით, როცა ჭარბი ემოციისგან სუნთქვაც კი გვეკვრება. ეს ბოლოს 1981 წელს გამოვცადეთ, ამიტომაც დაგვამახსოვრდა ასე დიდხანს.

ჩვენთან ფეხბურთელების ფიზმომზადებისთვის ჯერ კიდევ გასული საუკუნის მეთოდებს იყენებენ. ამიტომაც ვერ ვაღწევთ წარმატებას. უფრო მეტიც, ქართული ფეხბურთის მესვეურები არაფრის შეცვლას არ აპირებენ. ბავშვმაც კი იცის, რომ ვინც უფრო ადრე მივა ბურთთან, ბურთიც მას დარჩება. ქართველი ფეხბურთელების ფიზმომზადება და ჯანმრთელობა კი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ასეთ მდგომარეობაში ნამდვილად ვერ მივაღწევთ წარმატებას. იქნებ დადგა დრო, უცხოეთიდან ჩამოყვანილი ფიზმომზადების მწვრთნელებისგან შედეგის გარანტიაც რომ მოვითხოვოთ?

ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი გეტყვით: რაც უფრო მაღალია ფიზიკური კონდიციები, წარმატების შანსი მით უფრო მეტია. დადგა დრო ჩვენც მივხვდეთ, რომ ფიზიკური კონდიციების ევრო სტანდარტებამდე ასაყვანად მხოლოდ ფიზიკური ვარჯიშები საკმარისი აღარ არის. ამიტომაც იწვევენ უცხოეთის საფეხბურთო კლუბებში სხვა და სხვა დარგის მეცნიერებს და მათი დახმარებით ცდილობენ აღმოაჩინონ „რაღაც“ ახალი, რაც ფეხბურთელის ფიზიკური კონდიციების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს. 

ხშირად გაგვიგონია, რომ ქართველ ფეხბურთელს არ უყვარს სირბილი. ან რომელ გონიერ ადამიანს მოეწონება, რომ სირბილი მთელი კარიერის მანძილზე იყოს წვალება და ტანჯვა, როდესაც იცის რომ, შესაძლებელია „47+5“-ის დახმარებით მსუბუქად და სწრაფად ირბინოს 2 საათის განმავლობაში და დაღლის ნაცვლად უფრო ენერგიული გახდეს? როდესაც იცის, რომ ეს ყველაფერი მსუბუქი ფიზიკური და გონებრივი ვერჯიშების ერთობლივობის ხარჯზე ასე ადვილად მიღწევადია?

გავიხსენოთ, რომ ჯანმრთელი ადამიანი არ არის მხოლოდ ფიზიკური არსება, ამიტომ ფიზიკური ენერგიის გარდა გონებრივი, ემოციური და სხვა ენერგიები გააჩნია. ჩვენი სპორტსმენები მხოლოდ ფიზიკურ ენერგიას იყენებენ. არადა, ფიზიკური ყველაზე სუსტი და სწრაფად ამოწურვადია. ჩემი მეთოდი საშუალებას იძლევა ფიზიკურ ენერგიას გონებრივიც დავუმატოთ და ამის შემდეგ ქართველ ფეხბურთელს ვერავინ დაღლის.

ქართული ფეხბურთის კიდევ ერთი მტერი ზედმეტი დატვირთვებია. ყველას გვინახავს როგორ ავარჯიშებენ მოზარდებს. ზედმეტი დატვირთვა დროებით შედეგს მართლაც იძლევა, მაგრამ მოგვიანებით სერიოზულ გაუარესებასაც იწვევს. ამის მიზეზი ორგანიზმის გამოფიტვა და მიკროტრავმებია, რომელსაც მოზარდი ორგანიზმი ადვილად ებრძვის, ტრავმას დროებით მიაძინებს კიდეც, მაგრამ ზრდასრულობაში ყველაფერი ერთად იჩენს თავს და სერიოზულ ტრავმად გვევლინება. მძიმე დატვირთვები ტრავმიანობისკენ მიდრეკილებასაც ზრდის. ამიტომაც ბევრი პერსპექტიული ბეხბურთელი ბოლომდე პერსპექტიულად დარჩა. 

ჩემს ვარჯიშზე მოსულ სპორტის ქართველ მესვეურებს ყველაზე მეტად გრავიტაციის შემცირება და რეზონანსის გამოწვევა აკვირვებთ. ნუთუ ძნელია იმის აღიარება, რომ ამა თუ იმ მოვლენას ახსნას ვერ უძებნი? ანდა რა საჭიროა, მაინც და მიანც შენ მოუძებნო მას ახსნა-განმარტება? ვინც აფასებს ხარისხს, მათთვის ჩემი მეთოდი მისწრებაა, მაგრამ ზოგი თვლის, რომ ჩემთან ვარჯიში ძვირია (1 ფეხბურთელის 1 ვარჯიშის ღირებულება 20 ლარია), თუმცა ჩემი ვარჯიში უცხოელებმა (1 ფეხბურთელის 1 ვარჯიში) 300$ -ად შეაფასეს. 

... და კიდევ - ჩემთან მოსულ ფეხბურთელს ზუსტი პასის გაკეთებას და კარში დამიზნებით დარტყმას უფასოდ ვასწავლი. დასკვნები თვითონ გააკეთეთ!

თანამედროვე ფეხბურთი მაღალ სისწრაფეს და ვირტუოზულ ტექნიკას ეფუძნება. ამისთვის კი ჯანმრთელი ორგანიზმი გვჭირდება, რომლის ჩამოყალიბებისათვის სისხლის მიმოქცევას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. დატვირთვები კაპილარების გაწყვეტას იწვევს, რომლის აღდგენაც აღარ ხდება. იშვიათობა გახდა მწვრთნელი, რომელიც შედეგზე არ არის ორიენტირებული და ფეხბურთელის ჯანმრთელობას უფრთხილდება. 

ჩემს მიერ შემუშავებული მეთოდი - „ფიზმომზადება დატვირთვის გარეშე 47+5“ კი ფიზიკური კონდიციების სწრაფ მატებასთან ერთად ჯანმრთელი ორგანიზმის ჩამოყალიბებასაც უწყობს ხელს. ასეთ დროს ტრავმიანობისკენ მიდრეკილებაც მცირდება. შედეგად ვიღებთ ფეხბურთელს, რომელიც 120 წუთის განმავლობაში შეუსვენებლად მოძრაობს და არც გონება ეღლება.

„47+5“ ტრავმირებულთა განკურნებასაც უწყობს ხელს. ბევრი ფეხბურთელი თვლის, რომ მენისკი პროფესიული დაავადება. ეს კი მხოლოდ ბავშვობაში არასწორად ნასწავლი სირბილის შედეგია, რაც წლების შემდეგ იჩენს თავს. ჩემთან მოსულმა ყველა ფეხბურთელმა იცის, რომ მენისკი არ შეაწუხებს. უფრო მეტიც, ვისაც დაუსვეს ეს დიაგნოზი და ოპერაცია შესთავაზეს ჩემთან ოპერაციის გარეშე, ვარჯიშით გამოჯანმრთელდნენ. გარდა იმისა, რომ სწორი მოძრაობა სპორტსმენს ფიზიკურად აყალიბებს, ტრავმის მიღების შემთხვევაში სწრაფადაც აჯანსაღებს.

ჩემი მიზანია: ქართულმა კლუბებმა ფეხბურთელების მომზადებით და მათი გაყიდვით შესძლონ ფუნქციონირება. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ კლუბის პრეზიდენტს ლოგიკით ვერ აუხსნი, რომ ფეხბურთელის მომზადება დატვირთვის გარეშე უფრო სწრაფად ხდება. ის ამის შესახებ პირველად ფიზმომზადების მწვრთნელს ეკითხება. მან კი იცის ის, რაც ასწავლეს და სხვაგვარი მომზადება ვერც წარმოუდგენია. დროა უარი ვთქვათ სტერეოტიპებზე და ავირჩიოთ ის მეთოდიკა, რომელიც სასურველ შედეგს უმოკლეს დროში მოიტანს. 

როდესაც „47+5“ მეთოდის შექმნაზე დავიწყე ფიქრი, დარწმუნებული ვიყავი, რომ სხვა იგივე დროში ბევრად უკეთესს მოიფიქრებდა (30 წელზე მეტი მოვანდომე მეთოდის შექმნას). 10 წელია რაც მეთოდი არსებობს და არა თუ უკეთესი, ოდნავ მიახლოვებულიც ვერაფერი ვნახე. მიუხედავად ამის ფედერაციაც და კლუბებიც თავს იკავებენ ჩემი მეთოდის გამოყენებისგან. 

არ დავმალავ: როგორც ყველაფერს, ჩემს მეთოდსაც აქვს უარყოფითი მხარე - დასაჯერებლად ძნელია. სხვა უარყოფითი ჩვენება არ გააჩნია.

გასულ წელს საფეხბურთო სკოლა „ოლომპში“ შვედეთიდან ჩამოსული ქართველი ლეგიონერი ვარჯიშობდა. მისი მოძრაობები ძალიან ჰგავდა იმას, რასაც უკვე 10 წელია ვასწავლი. გამეხარდა, რომ უცხოეთშიც ასწავლიან ჩემი მეთოდის მსგავსს და აწი ქართველი მწვრთნელების ოპონირებას ადვილად შევძლებდი. მაშინვე გამახსენდა ერთი ნაცნობი ჟურნალისტის ხუმრობა: „თავიდანვე გეთქვა, რომ ეს ტექნოლოგია ბარსელონადან ჩამოიტანე და მაშინვე ყველა ქართული კლუბი გამოიყენებდა“-ო. 

რაღა ბევრი გავაგრძელო - ლეგიონერს გამოველაპარაკე და აღმოჩნდა, რომ სხვა ქართველი ფეხბურთელების მსგავსად მასაც უძნელდებოდა სირბილი, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ უცხოეთში ამ პრობლემას მოაგვარებდა. თანამედროვე ტექნოლოგიის დახმარებით ახლა საერთოდ აღარ იღლება და რომ სირბილის ეს ტექნიკა ჩემი ყოფილი მოსწავლისგან გადაიღო. მსგავსი იმედგაცრუება ძნელი გადასტანია, მაგრამ ისევ საფეხბურთო სკოლა „ოლიმპის“ მთავარი მწვრთნელი ბ-ნი პაატა მეტრეველი დამეხმარა.

ბევრი თვლის, რომ ჩემი მეთოდი მხოლოდ ინდივიდუალურია და გუნდის მოსამზადებლად არ გამოდგება. გამეხარდა, როდესაც პაატა მეტრეველი დამიკავშირდა და შემომთავაზა 2000 წელს დაბადებული ფეხბურთელების გუნდი მევარჯიშებინა. ბავშვები კვირაში 3-ჯერ ვარჯიშობდნენ. შედეგი 10 დღეში გამოჩნდა. თვის ბოლოს, სეზონის ბოლო მატჩზე, შედეგი ყველაზე კარგად გამოჩნდა, ძლიერი მოწინააღმდეგე გასვლაზე ადვილად დაამარცხეს. ამ თემით დაინტერესებულ ჟურნალისტებს უფრო მეტის გაგება თავად ბ-ნ პაატასგან შეუძლიათ.

დასასრულს მინდა აღვნიშნო, რომ მთავარი მწვრთნელი ფეხბურთელს ტექნიკურ და ტაქტიკურ განათლებას აძლევს. ჩემთან კი შეისწავლიან: 1. ამტანობის, 2. სისწრაფის, 3. სასტარტო სისწრაფის, 4. სწრაფგამძლეობის და 5. სისხარტის მაქსიმუმამდე გაზრდას; 6. სწორად სუნთქვას, 7. სითხის დანაკარგის შევსებას, 8. სწორად კვებას, 9. წონის კორექციას დიეტის გარეშე, 10. დასვენებას და 11. ძილის რეჟიმის მოწესრიგებას;12. სტატიკურ გაწელვებს, 13. სწორად სიარულს, 14. ორგანიზმის სწრაფ გაჯანსაღებას, 15. სირბილით თვითმასაჟს, 16. თამაშის დროს გაჭიმული კუნთის მოედანზევე მოშუშებას, 17. კოორდინაციის გაუმჯობესებას, 18. მხრებში მოხრილობის გასწორებას და 19. მოდუნებას; 20. მაღალ სისწრაფეზე გაჩერებას და 21. მსუბუქად დაცემას; 22. სირბილით დასვენებას, 23. სირბილით რეზონანსის გამოწვევას ენერგიის დიდი რაოდენობით დასაგროვებლად, 24. ენერგიების შეკრებას და 25. გრავიტაციის შემცირებას; 26. სწრაფად აზროვნებას, 27.ნებისყოფის გამომუშავებას და 28. ემოციების მართვას; 

დრო სწრაფად გადის. ფეხბურთი არასაფეხბურთო ქვეყნებშიც კი ვითარდება. ჩვენთან სასიკეთო ძვრები თუ არ მოხდა მალე სტადიონებზე ფეხბურთელების ნათესავებიც აღარ ივლიან. ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს კი მხოლოდ ის დაგვრჩენია რომ დაველოდოთ, იქნებ ვინმე სხვამ (იმათიანის ახლობელმა) შეიმუშავოს „47+5“-ზე უკეთესი მეთოდოლოგია და ქართულ ფეხბურთს კომიდან გამოსვლაში დაეხმაროს!!!!

გუჯა კახაძე 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097628