ჭადრაკი

18:10 | 13.09.2011 | ნანახია [] - ჯერ

ფესტივალი ტყიბულში

ტყიბულში დასრულდა ბავშთა საჭადრაკო ფესტივალი 8,10 და 12 წლამდე ასაკის სპორტსმენთა შორის.
8 წლამდე ასაკში, 7-დან 6 ქულით  I - II ადგილები გაინაწილეს და პროგრესის მეთოდით შემდგენაირად განლაგდნენ:
1.თამარ ესაძე
2.აკაკი ღაჭავა
3.ილია ბიბილეიშვილი
10-წლიანებში  I-II  საფეხური 5,5 ქულით ლევან ბაბუხადიამ და დავით კამკიამ გაიყვეს. 4,5 ქულით მესამე ადგილს ლილე ქორიძე დაეპატრონა.
6 ქულა დააგროვეს ნიკოლოზ ცომაიამ და ავთანდილ ფანჩულიძემ 12 წლამდე მოთამაშეთა შეჯიბრში. გამარჯვებულებს 1,5 ქულით ჩამორჩათ გიორგი თავზარაშვილი.
ფესტივალი ჩატარდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით და მისი საპრიზო ფონდი 5000 ლარს  შეადგენდა.  ტურნირის მთავარი მსაჯი ალექსანდრე არსენიძე , ხოლო დირექტორი  ტყიბულის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი რამაზ ცერცვაძე გახლდათ.
ტურნირის ორგანიზატორებს განზრახული აქვთ, შემდეგი წლიდან ბავშვთა ფესტივალი უფრო მასშტაბული გახადონ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.059413