თამაშგარე

11:09 | 14.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

ფერნანდო მორიენტესის მეუღლე პოდიუმს უბრუნდება

ვეტერანი ესპანელი ფეხბურთელის, ფერნანდო მორიენტესის მეუღლე, ერთ დროს მოდელი და მსახიობი მარია ვიტორია ლოპეს-მორიენტესი, ორი შვილის გაჩენის შემდეგ, კარგა დაშხოშიანად ჩაპუტკუნდა. სწორედ ამიტომ, ვიტორიას პოდიუმზე დაბრუნება ერთი შეხედვით ფანტასტიკის სფეროსაც კი სცილდებოდა, თუმცა არც ისე ყოფილა საქმე, როგორც ზოგიერთს ეგონა...
ბოლო დროს ხმა გავარდა, რომ ფერნანდო მორიენტესის მეუღლე მკაცრ დიეტაზე დაჯდა და წარსულის ტანკენარობის დაბრუნების იმედი აქვსო. ესპანელი ”ყვითელი” ჟურნალისტები ვიტორია მორიენტესს სახლში ესტუმრნენ და აღმოჩნდა, რომ ყოფილი გოლეადორის ცოლი მართლაც დიეტაზეა და ნამდვილად აპირებს პოდიუმზე დაბრუნებას.
საქმე ისაა, რომ ვიტორია ლოპეს-მორიენტესი ერთ-ერთ საქველმოქმედო ორგანიზაციაში მუშაობს. ეს ორგანიზაცია პოლიომელიტით დაავადებულ ბავშვებს ეხმარება და სწორედ ამ ბავშვების დასახმარებლად ეწყობა საქველმოქმედო ჩვენება. ვიტორია მორიენტესი სწორედ ამ ჩვენებისათვის შიმშოლობს და მხოლოდ ამ ერთხელ აპირებს პოდიუმზე ფეხის კვლავ შედგმას. შემდეგ კი, სავარაუდოდ, ისევ სმა-ჭამას მიეძალება.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095939